Skip to content

ლექსიკონი

0-9
აბჯარი
საჭურველი (ჯაჭვ-მუზარადი, ხმალი…), იარაღი
ადამის ტომნი
ადამიანები
ადიმი
ძვირფასი ტყავი; გადატანით: კარგი რეპუტაცია, სახელი
აერ-ფერი
იერი, შესახედაობა
ავაზა
მტაცებელი ცხოველი, კატის ოჯახისა, რომელსაც სანადიროდ იყენებდნენ სწრაფი სირბილის გამო. ზომით და გარეგნობით წააგავს ჯიქს (ლეოპარდს), უკანა ფეხები წინაზე გრძელი აქვს. 
ავარი
სიმდიდრე, ქონება
ავლი
ნაცარი, ფერფლი
აზავრები
ხარები, იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად
აკლება
ოჯახის აკლება, აწიოკება
ალაგი
გზა, ბილიკი
ალამი
დროშის ის ნაწილი, რომელიც ფრიალებს; რიდის წვერი, კუთხე
ალაფი
სამხედრო ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება
ალვა
1.აალება, წვა; 2. წერწეტი, მოხდენილი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
ალმულობა
ალმური, ცეცხლის ალი
ალობა
ალი, ცეცხლის ის ნაწილი, რომელიც ანათებს, ის რაც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს
ამარტი
ძვირფასი ქვაა, ყვითელი ფერის
ამილახორი
მეჯინიბეთუხუცესი, სახელმწიფოს საცხენო მეურნეობის განმგებელი
ამირბარი
მოხელე, რომელიც განაგებდა მეფესთან შესვლა-აუდიენციას; საზღვაო ფლოტის სარდალი, უფროსი
ამირ-სპასალარი
სამხედრო მინისტრი
ამირსპასალარობა
ჯარის სარდლობა
ანაგები
აღნაგობა
ანაგზი
ანანთები, სიმხურვალე, ალი
ანდამატი
ალმასი – უფერო და გამწვირვალე ძვირფასი ქვა, ძალიან მაგარი
არავი
სამხრეთის ქარი
არას შური
არაფრის შეშურება, არაფრის დანებება
არასმა
არყოლა, ის, რაც არ გყავს
არ-დასტურობა
ხელთ არქონა, ნამდვილის არცოდნა
არენი
მიდამოები
არიფი
დაახლოებული პირი, ჩვეული თანამეინახე, სუფრის მოზიარე
არიფობა
სუფრის მოზიარეობა, ნადიმის წევრობა
არ-მართლობა
მტყუვნობა, მოტყება, უპატიოსნობა
არმაღანი
საჩუქარი
არსება
არსებობა; არსი, არსება, ბუნება
არსი
არსებობა
არ-სიწყნარე
აჩქარება, მოუთმენლობა
არ-სმა
არ-ყოლა, ის, რაც არ გყავს
არსნი
არსებანი
არღავანი
მუქი წითელი ფერის ყვავი
ასო
ნაკვთი, სახის ან სხეულის ესა თუ ის გარეგანი, თვალით შესამჩნევი ნაწილი
ასპარეზი
ასპარეზობა (ცხენოსანთა სპორტული ორთაბრძოლა) 
ასპიროზი
პლანეტა ვენერა, იგივეა რაც ცისკრის ვარსკვლავი. ასტროლოგიურად მიჩნეულია კარგი ბედის მომცემ პლანეტად. ამავე დროს, მიჩნეულია სილამაზისა და სიყვარულის პლანეტად.
ასპიტი
გველი
ატლასი
ძვირფასი ქსოვილი
აუგი
სირცხვილი, სამარცხვინო რამ
აღვსება
აღდგომა
აღლუმი
პარადი, ჯარის დათვალიერება
აღმაფრენა
ამაღლება
აყიყი
ძვირფასი წითელი ქვა
ახმა
აღება
აჯა
თხოვნა, ვედრება
აჯაბი
ფოკუსი, ხელის სისწრაფესა და ეშმაკობაზე დამყარებული ჯამბაზური მოქმედება – ტრიუკი
აჯიღა
ქალის თავსაფარი, მოსასხამი
ბაგე
ტუჩი
ბადრაგა
დამცველი, კონვოი
ბავთი
ავის მოამბე, ცუდი, ბოროტი ამბის მთქმელი
ბაზიერი
მონადირე, ფრინველთა (ქორი, მიმინო) დამგეშავი
ბაზმა
ზეთის ლამპარი, ზეთის სანათი
ბაკმი
სინათლის რკალი, ციური მნათობების (მთვარის, მზის) დამახასიათებელი
ბალახში
საუკეთესო ლალი, წითელი ტუჩის აღმნიშვნელი
ბანის-ბანი
ტერასებად განლაგებული ბანები, სახლები
ბარბითი
სიმებიანი საკრავი
ბარგი
ტვირთი, ბანაკისთვის საჭირო ტვირთი, სალაშქრო ტვირთი
ბასრა
ქალაქი სირიაში (კარგი ფოლადით განთქმული)
ბერი
მოხუცი
ბერობა
სიბერე
ბიძასძენი
ბიძაშვილები
ბნედა
გულისწასვლა, გულყრა
ბროლ-ბალახში
ტუჩ-კბილის აღმნიშვნელი მეტაფორა
ბროლი
იგულისხმება: სახე, პირისახის, თეთრი სახისკანის აღმნიშვნელი მეტაფორაა
ბრჭე
მოსამართლე
ბრჭკალი
ფრჩხილი
ბრჭობა
1. მოსამართლეობა, მსაჯულობა 2. სჯა, სამართლის განჩინება
ბუკი
ჩასაბერი საკრავი, საყვირი
ბულბულო
მცენარე
ბუქი
თოვლნარევი ქარი
გაბაონი
პალესტინის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ლამაზი ნაძვი იზრდებოდა
გაგონება
გააზრება, აწონ-დაწონა
გავაზი
მიმინო
გავლენა
შეწევნა, დახმარება, მისთვის გარჯა
გაზრახული
გადაწყვეტილება, ნაბიჯი
გაკიცხვა
გაწბილება, შერცხვენა
გამზრდელი, გაზრდილი
თანაშეზრდილი, ერთად გაზრდილი
გამორჩევა
აწონ-დაწონა, საქმის წინასწარ განსაზღვრა
განაზრახები
ნათქვამი, შემოთავაზებული
განგება
ღვთის ნება-სურვილი, მის მიერ მოვლენათა წინასწარი ცოდნა და განსაზღვრა
გარდავლენა
გადახდომა, გადალახვა, თავის არიდება
გარდამწყვედელი
გადამწყვეტი
გარდამხმელი
გადამტანი, გადამაადგილებელი
გარდმონაჭარნი
გადმოსულები, გადმოხვეწილები 
გარემონი
გარშემო ქვეყნები
გასაგებელი
საზრუნავი, წესრიგი
გასრულება
შესრულება
გაწირვა
მიტოვება, გაწირვა
გაჭრა
ველად გავარდნა, ტყე-ღრეში ხეტიალი, ადამიანთაგან განშორება 
გახსნევა
გახსნევინება
გება
მოხერხება, შეძლება
გვარი
ზეციურ „იდეა“, რომელიც, პლატონის მოძღვრების მიხედვით, ქვეყნიურ საგანთა პირველსახეს წარმოადგენს
გვარლი
თოკი ან დოლბანდი
გზირი
ყველაზე დაბალი ადმინისტრაციული თანამდებობა სოფლად
გზნება
წვა
გიშერი
ძვირფასი შავი ქვა
გმობა
ლანძღვა, აუგის თქმა
გონება
ფიქრი, გონება
გრძნება
ჯადოსნობა
გრძნეული
ჯადოსანი
გული
1. იგულისხმება: მონდომება, ხალისი 2. იგულისხმება: გულთბილობა, სიყვარული
გულისა დაღება
გაჩუმება უხერხულობისაგან, გაწბილება, დამორცხვება
გულისა ლხინება
გულისტკივილის დაამება, მორჩენა, ლხენა
გულისა მდებელნი
გამამხნევებელნი, გულის მომცემნი
გულისთქმა
გრძნობა, ვნებათაღელვა, ძლიერი სურვილი
გულ-მაგრობა
თვდაჭერა, ზრახვის გულში შენახვა
დაბადება
შექმნა-გაჩენა
დაბდაბი
დოლი, დასარტყამი საკრავი
დაბდაბ-ნობი
დოლ-საყვირი
დაბნედა
გულყრა, გონების დაკარგვა
დადება
აღიარება, მიჩნევა, ცნობა
დავედრებული
დანაბარები
დავლა
სიმდიდრე, ქვეყნიური სიკეთე
დავსება
ჩაქრობა; სიკვდილი
დაზრობა
გაუბედურების, მწუხარების აღმნიშვნელი მეტაფორა
დათმობა
მოთმენა
დაკოდილი
დაჭრილი ადგილები, ჭრილობები
დალალი
გრძლად დაწნული თმა
დამალული
იდუმალი, ღრმა გრძნობა; გულის ზრახვა
დამამხობელი
მკვლელი, ბოლოს მომღები
დამაჯნება
დაჩაგვრა, დაჯაბნა, დაბრიყვება, ხელყოფა
დამმარხველი
იგულისხმება: საალერსო სიტყვა, ნიშნავს უახლოესს, საყვარელს
დამსაჯარი
გამწვალებელი, ვინც ან რაც აწვალებს ვინმეს
დამძიმება
ბრალდება, დადანაშაულება
დანადები
საუნჯე, შენახული სიმდიდრე
დანაღვლება
დანაღვლიანება, გამწარება, დადარდიანება, დასევდიანება
დანაყბედი
ყბედურად, განუსჯელად ნათქვამი, უსარგებლოდ ბევრი ნათქვამი
დანერგული
დარგული
დაპირება
საომრად მზადება
დარაკი
ფარი
დარბაზი
სასახლე, მეფის კარი
დარბაზობა
მიღება, სამეფო დარბაზში გამოსვლა ქვეშევრდომებთან და უცხოებთან სასაუბროდ
დარმანი
წამალი, სამკურნალო საშუალება
დარჩომა
“გადარჩენა”, სიცოცხლე, დარჩენა
დასაშლელი
საწინააღმდეგო
დასი
იგულისხმება: ციურ ძალთა გუნდი
დასტაქარი
მკურნალი, ჭრილობებზე და სხეულის დაზიანებაზე დასპეციალებული, ქირურგი
დასტური
ნამდვილი, სარწმუნო
დაფარული
საიდუმლო
დაღრეჯა
მოწყენა, დანაღვლება
დაღრეჯილობა
მოწყენა, ნაღველი
დაშლისა კადრება
წინააღმდეგობის გაბედვა
დაცილება
შეცილება, შეჯიბრება
დაჭირვა
შენახვა, დაცვა
დგენა
დოღი ან მარულა, ცხენების შეჯიბრება ჭენებაში
დგომა
მოწყობა
დიანოსი
(დიაგნოზი) ასტროლოგიურ-მეტეოროლოგიური თხზულების სათაური
დიაცი
ქალი
დიჯლა
მდინარე ტიგროსი
დოსტაქანი
სასმისი, სასმელი
დრამა
წონის მინიმალური ერთეული
დრაჰკანი
ოქროს ფული
ედემი
სამოთხის ბაღი
ეზროს
ასტროლოგიურ-მეტეოროლოგიური თხზულების (დიანოსი) ავტორის სახელი 
ეთერი
გამჭვირვალე, უმსუბუქესი ნივთიერება, რომლითაც, ძველთა წარმოდგენით, სავსეა მსოფლიო სივრცე
ელვა
ელვა, სხივი, შუქი
ერდო
სახლის (ან ციხის) სართულთა შემაერთებელი ხვრელი; (სახლში ერდოდან ასვლა-ჩამოსვლა (მაგ. ალყის დროს) გასაჭირის მაჩვენებელია)
ერი
ჯარი, ლაშქარი, ხალხი, ერი
ეტლთა რბენა
თანავარსკვლავედთა მოძრაობა-ცვალებადობა
ეტლი
თანავარსკვლავედი, ზოდიაქო
ეშმა
ეშმაკი
ეჯი
მანძილი
ეჯიბი
სასახლის მსახური 
ეჯიბი
ერთი დღის გზა
ვაზირობა
1. მრჩევლობა 2. ვეზირად ყოფნა
ვალი
იგულისხმება: უბედურება
ვარდი
იგულისხმება: სახის ფერი; ლოყების ან პირსახის აღმნიშვნელი მეტაფორა
ველანი
ველები
ვერ-ჭვრეტა
ვერხედვა, ვერდანახვა
ვლა
სიარული
ვნება
ტანჯვა, ტკივილი, უბედურება
ვსება
ქრობა, ჩაქრობა
ზათქი და ზარები
საზეიმო ხმაური და მოძრაობა
ზამი
ხალხმრავლობა, ზეიმი, მხიარულება
ზარადები
მუზარადის სახის დამფარავი ნაწილი
ზარადხანა
საჭურველისა და იარაღის საწყობი
ზარი
1. ხმაური, სადღესასწაულო აყალ-მაყალი, ყიჟინა 2. თავზარი, დიდი შიში, ძრწოლა, რიდი
ზარქაში
ოქროცურვილი ფარჩეულობა, ოქროთი დაფერილი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი
ზაფრანა
ყვითელყვავილიანი მცენარე
ზახილი
ძახილი, ყვირილი, ღრიანცელი, აყალმაყალი
ზეზი
ქათქათა თეთრი ტილო
ზენა
ზეციური
ზენაარი
ფიცი
ზესი
ზეცისაგან გადაწყვეტილი, განგებისეული, მნიშვნელოვანი
ზმა
მიხვრა-მოხვრა
ზნენი
ღირსება, რაც თვალით ჩანს: გარეგნობა, სიყოჩაღე, მიხვრა-მოხვრა
ზნეობა
თვისება, ღირსება
ზრახვა
განზრახვა
ზრდილობა
წესიერება, პატიოსნება, კუთვნილისა და არკუთვნილის გარჩევის უნარი
ზრო
ტანი
ზროხა
ძროხა და ხარი
ზრუნი
დაბალ ხმაზე თანაგრძნობის გამოცხადება ან მიმღერება; მისამძიმრება
ზუალი
პლანეტა: სატურნი. ასტროლოგიაში აღიარებულია უბედურების მომცემ პლანეტად, ამიტომ მის ფერად ითვლება შავი, მიუხედავად იმისა, რომ ის კაშკაშა თეთრი ფერისაა
ზღვათა შესართავი
აქ ოკეანეს ნიშნავს
ზღვარი
საზღვარი, მიჯნა
თავადი
მეთაური
თავადობა
უფროსობა
თავი
იგულისხმება: “თოფი”, ქსოვილის ხვეული
თათბირი
რჩევა, აზრი, გადაწყვეტილება 
თამაშობა
გართობა, თამაში, ასპარეზობა
თანა-მყოლი
ვინც თან ჰყავდა, ვისთან ერთადაც იყო
თვისი
ნათესავი, თავისიანი
თმობა
მოთმინება
თნება
არდარწმუნებით, არადანამდვილებით ცოდნა; ვინმესთვის ხათრის გაწევა, სასიამოვნო რამის გაკეთება
თნევა
მაამებლობა, სიამოვნების განცდის მომგვრელი საქციელი ან ნათქვამი
თქართქარება
ბევრი ადამიანის ერთად სიცილი
თქმევა
თქმევინება, რისამე თქმის საშუალების მიცემა ან დაძალება, იძულება
თხრობა
თქმა, მოყოლა
თხრობილი
ნათქვამი, მოყოლილი ამბავი
იაგუნდი
ძვირფასი ქვა, ღია-მოლურჯო ფერისა
იადონი
ბულბული
კაბა
ზედა ჩასაცმელი (კაცისა)
კაბათენი
კამათელი
კადრება
თქმა, შემობედვა
კაეშანი
დარდი, სევდა, მწუხარება
კავშირნი
ელემენტები, რომელთაგანაც, ძველთა რწმენით, ყოველი ფიზიკური სხეული შედგება (ცეცხლი, ჰაერი წყალი, მიწა)
კანჯარი
გარეული ვირი, ძნელ და სახიფათო სანადიროდ ითვლებოდა
კაპანი
ვიწრო და კლდოვანი გზა
კაპარჭი
ისრების ჩასაწყობი ბუდე
კატაბა
სიცრუე, ტყუილი
კატარღა
საბრძოლო ხომალდის სახეობა
კეთილი
იგულისხმება: ამქვეყნიური სიკეთე – ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ა.შ.
კეისარობა
უმაღლესი ხელისუფლება, გაერთიანებული სახელმწიფოს მფლობელობა 
კენარი
1.ტანწერწეტი ხე 2. ლამაზი, მოხდენილი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
კვეთა
1.ჭრა, სიბასრე, სიმახვილე; 2. სიყვარული, სითბო
კვერთხი
ჯოხი
კვერი
ურო, ჩაქუჩი
კიდობანი
1. დიდი ყუთი, სკივრი; 2. ტახტრევანი
კლდეთა ნაღნი
მღვიმეები, გადმოყუდებული კლდეები
კლება
შეშინება, უკან დახევა
კოტა
ხმლის ვადის ნაწილი
კრთობა
გამოფხიზლება, გონზე მოყვანა
კრონოსი
პლანეტა სატურნი. ძველ ქართულში მას ზუალსაც უწოდებენ
კრძალვა
არიდება, დაცვა
კუბო
ჩასაჯდომი საწოლი, ტახტრევანი
კურო
ბუღა, კურო; გადატანით: საყვარელი (ვინც ვინმესთან ქორწინების გარეშეა, ფარული კავშირი)
კუშტობა
მკაცრობა, უკარებლობა, მიუკარებლობა
ლამი
ნაკადი
ლაჟვარდი
აქ: ცისფერი ძვირფასი ქვა
ლარი
სიმდიდრე: ოქრო ვერცხლი, ძვირფასი ნივთები და ქსოვილები
ლაღობა
თავისუფლად ქცევა, ალერსი; ხუმრობა 
ლახვართა სობა
დაჭრა, კვლა
ლახტი
არამჭრელი საბრძოლო იარაღი
ლები
დალურჯებული სხეული, დალურჯებული ადგილი კანზე
ლევა
შელევა, ხელის აღება, გაწირვა
ლევი
ებრაული სახელი
ლელი
წვრილი ლეწრამი
ლელი თმა
სწორი, უხუჭუჭო თმა
ლიზღობა
ცბიერებით, ეშმაკობით დაახლოება, ნდობის მოპოვება
ლიტრა
წონის ერთეული
ლული
ძილი
ლუსკუმა
სკივრი, სახურავიანი დიდი ყუთი
ლხენა
სიხარული, შვება, ტანჯვის შემსუბუქება, დაამება
ლხინება
ლხენა, ტკივილის დაამება, უბედურების შემცირება, მომჯობინება
მადლი
მადლობა
მადლი რამე
მადლობა
მადრიელობა
მადლიერება
მავნე
ეშმაკი, ბოროტი სული
მავნენი
ზიანის მომტანნი: დამღუპველნი, დამჭრელნი
მაზრები
უბრალო, საბანაკო კარვები 
მალობა
სიმალე, სიჩქარე
მამაცი
გაბედული კაცი, ვაჟკაცი
მამრთელებელი
მკურნალი
მანგი
1. მარგალიტი; 2. მთვარე
მარეკი
ნადირის შემოსარეკად გამოსული მონადირეები
მარზაპანი
მაზრის მმართველი (აქ: მეფის ნაცვალი, რწმუნებული), სახელმწიფოში ერთ-ერთი კუთხის მმართველი
მარიხი
პლანეტა მარსი, რომაელთა ომის ღმერთი. პლანეტა მარსი, ომის მომვლინებლად და მფარველადაა მიჩნეული მისი მოწითალო ფერის გამო.
მაფენი
მფენელნი, ვინც ან რაც რამეს ფენს
მაქა
მაჰმადიანთა მთავარი სალოცავი
მაღლად მხედი
მაღალი საგნების მოაზრე, ფილოსოფიური ჭვრეტით გართული, ვინც ფილოსოფიურად ფიქრობს
მაღრიბი
დასავლეთი
მაყივნებელი
მატყუარა, მაცდური, გამაცრუებელი
მაშრიყი
აღმოსავლეთი
მაწვეველი
დამპატიჟებელი
მახალი
სასმელი; ხორაგი, საჭმელი
მბრძოლი
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე
მგზავრი
გზაზე დამდგარი, მოსიარულე
მგოსანი
მომღერალი
მეაბჯრე
საჭურველმტვირთველი, რაინდის მსახური, რომელიც მას ბრძოლაში გვერდით ახლავს
მებრძლონი
მოწინააღმდეგენი, მტრები
მეკობრენი
ყაჩაღები
მენავე
ხომალდის უფროსი, კაპიტანი
მეომარი
შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე
მეოტი
ლტოლვილი, გაქცეული, უცხო მხარეს წასული
მესადგურე
ბინის მიმცემი, შემფარებელი
მეში
უხარისხო ტყავი, ცუდი ხარისხის ცხვრის ტყავი
მეცნიერი
მცოდნე, ვინც იცის რამე
მეცნიერობა
ცოდნა
მზე
ციური სხეული. პოემაში ხშირად გულისხმობს სიცოცხლეს
მზერა
ცქერა, ყურება
მზობა
მზადყოფნა
მზრდელი
მზრდელი; გამზრდელი, აღმზრდელი, მკვებავ-შემნახველი
მზღეველი
გადამხდელი
მთვარის მოვანება
მთვარის შესვლა მის საკუთარ ბინაში, სავანეში თანავარსკვლავედთა შორის. მთვარის გავსება
მიმნდონი
მიმნდობნი
მიმტკივნება
სამძიმარი
მინა
მინანქარი
მისრეთი
ეგვიპტე
მიუმწვდარობა
ვერშეძლება, ვერგაძღოლა, თავის ვერგართმევა
მიღება
მიტანა
მიჯნური
მიჯნურობის მოტრფიალე, თაყვანისმცემელი, ვინმეზე შეყვარებული
მიჯნურობა
სიყვარული
მკედი
მსხვილი ძაფი
მლხენი
მშველელი, გასაჭირის შემამსუბუქებელი
მოამბენი
ამბის მთხრობელები
მოარული
ნავალი, ნამყოფი
მოასპარეზე
მებრძოლი, სავაჟკაცო საქმეთა მცოდნე
მოაჯე
მავედრებელი, რამის მთხოვნელი
მოგებული
ნაშოვნი, შენაძენი, ქონება
მოგონება
მოფიქრება
მოზღვრე
მოსაზღვრე, მეზობელი
მოკაზმულობა
აღჭურვილობა
მოკამათე
შემცილე, მეტოქე, ვინც კამათობს
მოკიდება
ჭრა
მოკრძალულობა
მოკრძალება, სიფრთხილე
მოლარე
მეფის ქონების მმართველი, უახლოესი მსახური
მოლი
მოსასხამი
მოლოდნა
ლოდინი
მომხვეჭი
მშოვნელი, მომპოვებელი
მომხრე
მხლებელი
მონა
ვასალი, ყმა, ხელქვეითი, სხვისი ნების მორჩილი
მონაგები
ქონება, სიმდიდრე
მონაწთომი
ჩამონაწვეთი, ჩამონადენი
მოპარვა
პარვით, მალულად თავდასხმა
მოპოვნება
შეძენა, შოვნა, შენარჩუნება
მორბევა
ნიშნავს ჯარისაგან ქვეყნის მოვლას ნადავლის შოვნის მიზნით
მორევნა
მორევა, დაძლევა
მორთმა
მორთმევა
მოსაცეთი
ის ადგილი ან ის საკითხი, სადაც ადამიანი შეიძლება შეცდეს, შეცდომაში შევიდეს
მოსრვა
დახოცვა, გაწყვეტა
მოუბარი
მოლაპარაკე
მოურავი
მზრუნველი, ზრუნვის გამწევი
მოღება
მოტანა
მოყვარე
მეგობარი; თაყვანისმცემელი, მოყვარული
მოყვარულნი
ერთი-მეორის მოსიყვარულეები, შეყვარებულები
მოყვრობა
მეგობრობა
მოყმე
მეომარი, რაინდი
მოცალეობა
მოცლილობა, შესაფერისობა
მოციქულნი
ქრისტეს მოწაფენი
მოწამე
მოწმე
მოწუნარენი
არად ჩამგდებნი, დამჩაგრავნი, მჯობნი
მოწყალება
სიბრალული, თანაგრძნობა, წყალობა
მოჭირვება
სიძნელის, გასაჭირის ატანა
მოხვეჭა
მოპოვება, შოვნა
მპყრობელი
ტახტზე მჯდომი, ხელისუფლების მჭერელი, მმართველი
მრეკალი
მარეკი, ნადირის გამოსარეკად გაგზავნილი მონადირენი
მრთელობა
ნამდვილობა
მრწემი
უმცროსი
მსახე
შემქმნელი
მსახური
იგულისხმება, როგორც ჩანს, „სამსახურის გამწევი“, „მშველელი“ და არა „მოახლე“
მსგეფსი
სწორი, გაისად იგივე დრო
მსტრომელი
მაბეზღარი, დამსმენი, ენატანია
მტერი
იგულისხმება: ეშმაკი
მუზარადი
დამცავი თავსაბურავი, თავზე დასახური ჯავშანი
მულიმნი
მაჰმადიანური რჯულის მოძღვარნი (მიჩნეულნი იყვნენ აგრეთვე მისნობისა და მკურნალობის მცოდნედ)
მური
ჭვარტლი, გადატანით: დარდი
მუსაფი
ყურანი, სჯულის წიგნი
მუტრიბნი
დამკვრელნი, მეჩანგენი, მომღერალნი
მუფარახი
წამალია, ნერვულ სისტემაზე მოქმედი და გუნებაზე მომყვანი
მუქაფა
სამაგიერო
მუყრნი
ყურანის მკითხველნი, მოლები
მუშაითი
ჯამბაზი, აკრობატი
მუშთარი
პლანეტა იუპიტერი. ასტროლოგიაში მიჩნეულია როგორც დიდი ბედნიერების მომცმი პლანეტა. ამავე დროს, იგი სამართლიანობის პლანეტაა.
მქენებელი
მთხოვნელი
მქენები
მახვეწარი, მთხოვნელი
მქმნელი
გამკეთებელი, ჩამდენი
მღერა
თამაში, სიმღერა
მღილი
მწერი
მშვილდ-ფიცხელი
კარგი მოისარი, ძნელად მოსაზიდი მშვილდის პატრონი
მშლელი
დამრღვევი, გამტეხი
მცთომელი
ის, ვისაც რამე წამოსცდება
მცნება
ბრძანება; შესაძლოა, გულისხმობს ქრისტიანულ მცნებას
მცნობელი
მცოდნე, გამგონე
მცრობა
სიმცირე
მძლე
მძლევი, დამმარცხებელი
მწთომი
შემძლებელი, უნარის მქონე
მწუხრი
ბნელი, სიბნელე
მჭელი
ყანის ღერები, ნამგლის ერთი მოსმით მოჭრილი ყანა
მჭვრეტელნი
მნახველები
მჭვრეტი
შემხედვარე
მჭვრეტნი
მნახველები
მჭირავნი
მჭერელნი, აღმსარებელნი
მხადი
მომწოდებელი, მომყვანი
მხავსი
ხავსი
მხარი
მკლავის ზედა ნაწილი, მტევნამდე
მხედი
შემხედველი
მხლტომელი
მხტომელი
მჯიღი
მუშტი
ნა
1. ლერწამი, წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა 2. სიმებიანი საკრავი
ნაალაფავი
ნადავლი
ნავი
ხომალდი
ნავროზობა
მაჰმადიანთა ახალი წელი
ნავღელი
ნაღველი; ღვიძლის წვენი
ნათურქალი
თურქებისათვის წართმეული
ნაკვესი
ფოლადის ნაჭრის ჩამოკვრით გაჩენილი ნაპერწკალი, დაკვესებით გაჩენილი ნაპერწკალი
ნაკვთი
ტანი, აღნაგობა
ნაკრავი
მონარტყამი
ნაპირთა არები
მონაპირე ქვეყნები, მოსაზღვრე ტერიტორიები
ნაპირობა
წვრილ-წვრილი ომები, მომხდურ მეზობელთა მოგერიება და დროდადრო მათი სამფლობელოების მორბევა, რაც სამეფოს განაპირა ოლქებში მცხოვრებ აზნაურებს აკისრიათ
ნარი
ეკალი
ნარონები
მოსიარულე
ნატები
ტყავის ხალები
ნატი
ძირს საგები ტყავი
ნატრა
ნატვრა
ნაუბარი
ნათქვამი, ნალაპარაკევი
ნაქმარი
ქმნილი, საქმე
ნაღები
გამჭოლი ან შემავალი ჭრილობა
ნაცვალი
სამაგიერო
ნაცქაფავი
ბაქიობით, ტყუილი კვეხნით ნათქვამი
ნაჭვრეტი
ნაცქერი
ნახაზობა
დახატვა
ნახლები
ძვირფასი ქსოვილის ტანსაცმელი
ნები
ხელის გული
ნეტარძი
სიხარული, ბედის მადლობა
ნიავი
ნელი ქარი, მსუბუქი ქარი
ნივთი
სიმდიდრე, საფასე
ნიშატი
სიხარული, ლხინი
ნიჭი
საჩუქარი, ძღვენი
ნობა
ჩასაბერი ინსტრუმენტი, საყვირი
ნობათი
ჯერი, რიგი; გუშაგობა
ომი
ბრძოლა, შეტაკება
ოსტასრა
სახლთუხუცესი, სასახლის განმგებელი
ოტა
ნაცარ-მტვერი
ოტარიდი
პლანეტა მერკური. მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა. ასტროლოგიური შეხედულებით მერკური ჭკუის, მოხერხების პლანეტაა.
ოქსინო
ფერადი ხავერდის სახეობა
ოხი
ხმაბაძვითი სიტყვა, ოხვრის აღმნიშვნელი
პატიჟი
ტანჯვა
პატრონი
ბატონი, მბრძანებელი, ხელისუფალი, მეფე
პატრონობა
ბატონობა, მბრძანებლობა, უმაღლესი ხელისუფლება
პერპერა
ოქროს ფული
პირი
იგულისხმება: გადაწყვეტილება, აზრი; პირობა
პირი ქვეყნისა
დედამიწის პირი
პირობა
რჩევა, გეგმების აწონ-დაწონა
პორფირი
მეფეთა ჩასაცმელი წითელი სამოსი 
პყრობა
შეპრყრობა, დაჭერა
ჟამი
დრო
რბევა
რბენა, სწრაფად გადაადგილება
რბოლა
რბენა, სირბილი
რემა
ჯოგი (იგულისხმება, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ცხენთა ჯოგი)
რვალი
სპილენძი
რიალი
ზიანი
რიდე
პირსაბურავი, მოსასხამი, მოსახვევი, თავსაბურავი
რიდება
რიდი, კრძალვა
რიდობა
რიდი, კრძალვა
რუბი
რუმბი; სქელი წვენი
რუკა
იგულისხმება: წერილი (ბრძანებისა)
რული
ძილი, თვლემა
რჩომა
ყოფა არსებობა, ცხოვრება, გადარჩენა
სააჯო
სათხოვარი, სავედრებელი
საბარკული
ბარძაყის დამცველი ჯავშანი
საბელი
თოკი
საბოძვარი
საჩუქრები
საბურავი
საბანი
საგაზრდილო
სამშობლო, ის ქვეყანა, სადაც გაიზარდე
საგანი
მიზანი, ისარი
საგდებელი
ქამანდი, გრძელი თოკი ბოლოში გაკეთებული მარყუჟით, გამოიყენება ცხოველების დასაჭერად:
საგებელი
ლოგინი, ქვეშაგები
საგებელი
ქვეშ დასაგები, ღამის სათევი
სადარნო
დაზვერვა
სადაურნი
რომელიღაც ადგილის მცხოვრებნი
საზრახავი
საყვედური
საზღვარი
იგულისხმება: ტერიტორია, მიწა-წყალი
სათი
შავი ქარვა
საკარგავი
საგანმგებლო სამფლობელო
სალაღობო
სახუმარო
სალმობა
მწუხარება, ტკივილი
სალტე
ხმლის ვადის გასამაგრებელი სალტე
სამალი
შესაძლოა გავიგოთ როგორც მშვილდის ლარი 
სამამაცონი ზნენი
სავაჟკაცო საქმეები (ბრძოლა, ნადირობა, იარაღის ხმარება და ა. შ.)
სამიჯნურო
სატრფო, მიჯნურობის, სიყვარულის საგანი
სამოსელი
ნაჭერი, ქსოვილი
სამსალა
საწამლავი, შხამი
სამყარო
მყარი ზეცა, ცარგვალი
სამხრე
სამაჯური ან მკლავზე შემოსაბმელი სხვა ძვირფასი ნივთი 
სანადირო
სანადირო ადგილი
სანაპირო
საზღვარი, ქვეყნის განაპირა მხარე
საპატრონო
საბატონო, სამეფო
საპყარი
ინვალიდი, დავრდომილი
სარანგნი
ქალაქში წესრიგის დამცველნი, „პოლიცია“ 
სარატანი
კირჩხიბი, ასტროლოგიურად იგულისხმება ივნის-ივლისის ზოდიაქო
სარაჯი
ღარი, გრძელი ჩაღრმავება რამეზე
სარკმელი
ფანჯარა
სარო
1. კვიპაროსის ხე; 2. წერწეტი, ლამაზი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
სარქმელი
დასახური
სარჩელი
ჩივილი
სასაუბნარო
სასაუბრო, სამსჯელო
სასჯელი
ტანჯვა
სატები
საჩრდილობელი, რაც ჩრდილს აყენებს და იცავს მზის სხივებისგან
საუბარი
სათქმელი, სახსენებელი
საუკუნო
სამარადისო, საუკუნო ცხოვრება, საიქიო
საურავი
საზრუნავი, საქმე, თანამდებობა
საქადელი
ნათქვამი, სურვილი, მოთხოვნა
საქონელი
სამკვიდრო-საბადებელი, ქონება, სიმდიდრე
საქულბაგე
ქულბაგების ანუ დუქნების ადგილი
საყე
ჯოხი, სარი, სათიბში სამნად დასაყენებელი
საყვარელი
სატრფო, მიჯნური
საყოფი
1. სამყოფი, ოთახი, საცხოვრებელი; 2. სამშობლო
საშობელი
ძეობის წვეულება, სამხიარულო სუფრა შვილის შეძენის შემდეეგ
საწვეველი
მოსაწვევი, დასაბარებელი
საწოლი
საძინებელი ოთახი
საწუთრო
ქვეყანა, წუთისოფელი; ქვეყნიური სიამოვნებანი, ქვეყნიური წარმატება
საჭაბუკო
ჭაბუკის, ანუ რაინდის ჩასაცმელი
საჭურველი
აბჯარი, ჯავშანი
საჭურჭლე
განძეულობა, სიმდიდრე
საჭურჭლე სრული
მთელი სიმდიდრე, მთელი განძეულობა; სასახლეში მყოფი სიმდიდრე
საჭურჭლენი
განძის, სიმდიდრის საცავები
სახარაჯონი
ხარკდადებულები, ვინმეს სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადის გადამხდელები
სახე
1. მსგავსება, მსგავსი, შესადარი 2. შედარება
სახედრები
შესაჯდომი პირუტყვი: ცხენები, აქლემები, ჯორები
სახვრეტელი
სახვრეპი, ბულიონი, (ან: წამალი)
სახლი
იგულისხმება: ოჯახი
სახმილი
ცეცხლი
სახმრობა
გამოსადეგობა
საჯდომი
დასაჯდომი, ტახტი, მმართველის ადგილი
სენა
სენაკი, პატარა სათავსო
სენი
სნეულება, ავადმყოფობა
სეფე
მეფე ან მისი გვარის შვილი
სვე
ბედი
სიალფე
ვაჟკაცობა, ძლიერება, სიმამაცე
სიახლე
სიახლოვე, ახლოს ყოფნა
სიგულვანე
სულგრძელობა, კეთილშობილება
სიდიადე
სიმრავლე
სივაჟე
ბავშვობა, უფლისწულობა
სივრცელე
სიფართე, სიდიდე
სითხე
სითხელე
სიიეფე
სიმრავლე, სიუხვე
სიკარგე
სიკეთე, სიყოჩაღე
სიკეთე
სიკარგე, სიყოჩაღე, ყოველგვარ ღირსებათა ქონა
სილბო
სილბილე
სიმაგრე
ციხე, ციხესიმაგრე
სიმალე
სისწრაფე, სიფიცხე
სიმდაბლე
თავმდაბლობა, მორიდება
სიმტკიცე
პირობა, შეთანხმება
სიმძიმილი
მწუხარება, ნაღველი
სიმხნე
სიძლიერე
სიპი
სიპი ქვა, მაგარი, სრიალა ზედაპირის მქონე ქვა
სირა
რიგი
სიტყვა
თქმა
სიფიცხე
სისწრაფე
სიქა
ტვიფარი, მწარმოებლის ნიშანი, შტამპი, ბეჭედი
სიქველე
სიძლიერე, სიმამაცე და იარაღის ხმარების ცოდნა; ვაჟკაცობა
სიყმაწვილე
ახალგაზრდობა
სიყმე
კარგი მოყმეობა, რაინდობა, ახალგაზრდობა
სიშმაგე
ხუმრობა
სიჩალხე-სიხაფენი
სიკისკასე, სისწრაფე და ძლიერება, რიხი და ომახიანობა
სიჩაუქე
სიმარდე, სისწრაფე
სიცუდე
ტყუილი, მოლანდება
სიძვა
ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი
სიძუნტე
ბუნების სიძუნწე, სიზანტე, უნიათობა 
სიხარკე
სიჩქარე
სკიპტრა
სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების სიმბოლო
სმინება
სმენა, გაგება
სნება
ავადმყოფობა
სოსანი
შროშანი
სოფელი
წუთისოფელი, ქვეყანა, ცხოვრება
სოქი
ალი, ცეცხლის ის ნაწილი, რომელიც ანათებს, ის რაც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს
სპა
ჯარი, ჯარისკაცი
სპასპეტი
ჯარის სარდალი
სპეტი
თეთრი და ფერმკრთალი ყვავილი; ფერუმარილი
სრა
1. სასახლე 2. პალო ან ლურსმანი, ჯაჭვის გამოსაბმელი
სრა-საჯდომი
სასახლე, რეზიდენცია
სრევა
გადაყრა, სროლა
სრვა
ხოცვა, მუსრვა
სტავრა
ძვირფასი ქსოვილი
სულ-დგმული
ცოცხალი
სულდგმულობა
სიცოცხლე
სულთა დგმა
სიცოცხლე
სულთა მხდელი
მკვლელი
სულთქმა
“სუნთქვა”, სულის მოთქმა; ოხვრა
სული
სუნი
სულ-მძიმობა
ჩაკეტილობა, უღიმღამობა
სურვილი
ნდომა, სიყვარული, სწრაფვა
სწორნი
ტოლები, ამხანაგები
სწრაფა
სწრაფვა, მისწრაფება
ტაბაკი
ხონჩა, მოგრძო ხის ლანგარი ოდნავ ნაპირებშემოფარგლული, ზოგჯერ ოვალური, ზოგჯერ კუთხოვანი ნაპირებით. იხმარება სხვადასხვა პროდუქტის დასაწყობად და სუფრაზე მისატანად
ტაბლაკი
დოლი, დასარტყამი საკრავი
ტაიჭი
ცხენი
ტაიჭოსანი
ცხენოსანი
ტალა
გუშაგი
ტანაჯორი
ახალგაზრდა, გაუხედნავი ჯორი. იგი ფიცხია, ბრუნავს და წიხლებს ისვრის
ტაროსი
ამინდი
ტახტი
საწოლი
ტევრი
ხშირი ტყე
ტენი
სინესტე; ცრემლი
ტერება
პატრონობა, ზრუნვა
ტკებნა
ტკეპნა
ტომი
იდეების გამაერთიანებელი, ზოგადი იდეა
ტურფა
1. საიუველირო ნივთი 2. ლამაზი რამ
ტყვე
პატიმარი
უბადობა
უღირსობა, უხეირობა, მორალური ნაკლოვანება
უბნება
ლაპარაკი
უგულობა
სილაჩრე
უებრობა
სწორუპოვრობა, შეუდარებლობა
უკლებლობა
უნაკლულობა, დაუზარელობა
უკუნი
წყვდიადი, სიბნელე
უმეცარობა
უვიცობა, ვერგაგება
უპურობა პურობა
უპუროდ პურობა, საჭმლის ჭამა
უჟამობა
უდროობა
ურვა
მწუხარება
უსტარი
ბარათი, წერილი
უტევანი
სიგრძის ერთეული, 125 ნაბიჯი
უფალი
ბატონი, მბრძანებელი
უფლება
ხელმწიფობა, მთავრობა, საბრანებელი
უში
ოხვრა, ვაება, კვნესა
უხუცესი
უფროსი
ფაზარი
ძვირფასი ქვა
ფათერაკი
ხიფათი, უბედურება, ავი ბედი
ფანოსი
განგაში, ხმაური,
ფარმანი
უვნებლობის, პატიების წინასწარი დასტური, ზეპირი ან წერილობითი; ნებართვა
ფარღული
მძივი, ყელსაბამი
ფარჩნი
პატარა სასმისები
ფახვა
ფახული, დახამხამება
ფერება
მიმსგავსება
ფეროზი
ფირუზი, ლაჟვარდისფერი არაგამჭვირვალე საიუველირო ქვა
ფიფქი
იგულისხმება: მწუხარებისაგან ფერდაკარგული; აქ გათეთრებული, ტირილისაგან გაფერმკრთალებული პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა
ფიქალი
შავი ქვა
ფლასი
ძაძა, სამგლოვიარო ტანსაცმელი
ფლობა
ბატონ-პატრონობა
ფონი
ნაკადი, ღვარი
ფრფენა
ფარფატი, პეპელასავით ფრენა
ქალაქი
ქალაქი, ციხე
ქალი შავი
შავი მონა-ქალი; მკურნალობის მცოდნე
ქართული
იგულისხმება: სიტყვა
ქაფი
მხარ-იღლიის დასაცავი ჯაჭვი
ქაცვი
ეკალი
ქება
აღწერა ამ მხიარულებისა
ქედი
კისერი
ქენება
მოწვევა, თხოვნა
ქვაბი
გამოქვაბული
ქველი
გმირი, მამაცი, მეომარი
ქველობა
ვაჟკაცობა, სიყოჩაღე, ძლიერება
ქვეყანა
დედამიწა, მიწა
ქვითკირები
ციხეები
ქვრიმი
ფეტვი
ქნევა
ჩოგნის ქნევა, ჩოგნის ჰაერში ტრიალი
ქოს-დაბდაბი
დოლი, დასარტყამი საკრავი
ქოსი
სპილენძის დასარტყამი საკრავი
ქცევა
2. მიხვრა-მოხვრა 2. სვლა, სიარული
ქცევა-ზმა
ქცევა-მოქმედება
ღალატი
მოტყუება, ეშმაკობით დახოცვა
ღარიბი
1. უცხო მხარეს გადახვეწილი 2, მოგზაური, სამშობლოდან გადახვეწილი
ღარიბობა
უცხო მხარეს სიარული, მოგზაურობა
ღაწვი
ლოყა
ღაწვისა ბანანი
ტირილი
ღმრთება
ღმრთეება, ღვთაებრიობა
ღონე
მშველელი, იმედი; ხერხი, საშუალება 
ყაბაჩა
მოკლე ტანთმოსასხამი, რომელიც ძვირფასი ბეწვით იყო გაწყობილი
ყანდი
ტკბილეული
ყარყუმი
ყარყუმის ბეწვი, თეთრი ფერისა
ყივილი
ყვირილი
ყმა
მოყმე, ვაჟკაცი, მეომარი, რაინდი; ქვეშევრდომი, ვასალი
ყმაწვილობა
გართობა, ხუმრობა, ზერელედ დროსტარება
ყოვლნი არსნი
ყოველი არსებული
ყოვნა
დაყოვნება, დარჩენა
ყოლაუზი
მეგზური
ყოლბი
ალყის შუანაწილი
ყორნისა ბოლო
იგულისხმება: შავი წამწამები
ყოფა
ქმნა, მოქმედება, მოქცევა, ყოფნა
შამბი
ბუჩქნარი; მაღალი უხეში ბალახი
შამბნარი
ბუჩქნარი; ხშირი და მაღალი ბალახით დაფარული ადგილი
შარდი
ძვირფასი ტილო
შართი
პირობა
შებმა
შებრძოლება
შეზღვა
გადახდა
შემაგონანი
შემაგონებელნი
შემბმელნი
შემბრძოლებლები, მოწინააღმდეგეები
შემეცნება
გაცნობა
შემოთვალვა
შემოთვლა, დაბარება ვინმესთვის, სათქმელის გადმოცემა
შემოქმედი
შემქმნელი, ღმერთი
შემოქცევა
დაბრუნება
შემსხმელი
ქების მთქმელი
შემტყვებარი
შემტყობი, გამსინჯავი
შემწე
დამხმარე, მშველელი
შემწყნარებელი
შემტკბობი, მწყალობელი
შენარონი
შენაგზავნი
შენდობა
პატიება
შესმენა
დაბეზღება
შეტევება
ცხენის მიშვება, სწრაფად მისვლა
შექცევა
დაბრუნება
შეყრა
შეხვედრა, ისევ ნახვა
შეცოდება
დანაშაული
შეძლება
ძალა, უნარი
შეწამება
თქმა, გამოლაპარაკება
შეწევნა
შველა, შემწეობა
შეჭამადი
საჭმელი
შეჭიდება
ხელის მოხვევა, შემოჭდომა
შეჭირვება
მწუხარება, ნაღველი
შვება
სიხარული, ბედნიერება
შვიდნი მნათობნი
აქ იგულისხმება შვიდი პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, სატურნი, იუპიტერი 
შიმშერი
ხმალი
შლუობა
ჭკუანაკლებობა
შმაგობა
სიგიჟე
შობილი
ადამიანი, ხორციელი
შოება
შოვნა, ქონების შემატება
შრეტა
ქრობა, ჩაქრობა
შტო
იგულისხმება სრუტე ხმელეთსა და სადავოდ ქცეულ კუნძულს შორის
შუკა
ქუჩა, გზა
შუქთა მოვანება
შუქთა სიუხვე, მშვენიერება
ჩაბალახი
სპილენძის ჩაფხუტი
ჩაღანა
სიმებიანი საკრავი
ჩმახი
აბსურდი, მოჩმახული
ჩოგანი
ცხენბურთის სათამაშო იარაღი
ჩხაპუნება
წყლის ჩხაპუნი
ჩხარი
ჩხარუნი
ჩხერება
ჩხარუნი
ცემა
დარტყმა
ცერა
ისრის სახეობა
ცეცხლი
ოთხი ელემენრიდან ერთ-ერთი; გადატანითი მნიშვნელობით: ტანჯვის აღმნიშვნელი მეტაფორა
ცვალება
შეცვლა
ცთომა
გაცდენა
ციაგი
ელვარება, ნათელი
ციერნი
ციური სხეულები
ცილი
ეჭვი
ცილობა
1. შეცილება, გაჯიბრება 2. ეჭვი, დავა
ციხოვანნი
ციხის მქონე აზნაურები (რომელნიც ციხეებს იცავდნენ)
ცმა
ჩაცმა
ცნობა
გონება; შეტყობა, გაგება
ცხრო
ციებ-ცხელება, კანკალი
ძალი
ძალა
ძალი გულისა
სიმამაცე, ვაჟკაცობა, ძალა
ძალნი
ანგელოსთა ერთ-ერთი თანრიგი
ძე
შვილი (ვაჟი ან ქალი)
ძებნა
ცდა, გამოხსნისათვის ზრუნვა
ძლევა
ძლიერება, ძალა
ძოწეული
წითელი, სამხიარულო ტანსაცმელი, მეფეთა შესამოსელი
ძოწი
წითელი მარჯანი, წითელი ფერის ძვირფასი ქვა
ძღვნობა
ჩუქება, მიძღვნა
წაგვრა
წართმევა
წადება
სურვილი, წადილი
წავლა
გავლა
წამავლობა
წასვლა
წამი
იგულისხმება: თვალის დახამხამება
წამომხმელნი
წამომღებელნი
წაღება
წართმევა
წევნა
დაწევა, დევნა
წერა
ბედი
წესი
ჩვეულება
წვევა
შეთავაზება, გამოწვევა, თხოვნა, რჩევა; დაძახება, შეყრა, მობილიზაცია
წვერი
სხივი
წვრთა
დარიგება, დამოძღვრა
წიგნი
წერილი
წითელი
იგულისხმება: ოქრო
წილი
ნაწილი; ხვედრი
წინწალი
ნაპერწკალი
წინწილა
მუსიკალური ინსტრუმენტი, ლითონის თეფშების მსგავსი
წრიალი
სტვენა; ჰაერის სწრაფად გამკვეთი საგნის ხმა
წრტიალი
დეზი, ლითონის რკალი, რომელსაც იკეთებს მხედარი ფეხსაცმლის ქუსლზე ცხენის საჩხვლეტად
წუნობა
აბუჩად აგდება, ანგარიშგაუწევლობა 
წუხილი
სიბრმავე
წყალი
იგულისხმება: ბრწყინვალება, ნათელი; ძვირფას თვალთა ელვარება
წყლიანობა
ლაღობა, ენამჭევრობა, სასიამოვნო ქცევა და საუბარი
წყლული
ჭრილობა; სულიერი ტკივილის აღმნიშვნელი მეტაფორა
ჭაბუკი
მოყმე, რაინდი, მეომარი
ჭარმაგოსანი
თეთრცხენოსანი
ჭაშნაგირი
მეჭაშნიკე, ერთ-ერთი თანამდებობაა მეფის კარზე
ჭერი
ძელი
ჭვირი
გამჭვირვალე საგანში მოკიაფე შუქი
ჭვრეტა
ხედვა, ცქერა 
ჭირი
გაჭირვება; დაღუპვა, საბოლოო მარცხი წუთისოფელთან ბრძოლაში
ჭირ-ნახული
გასაჭირი
ჭმევა
მასპინძლობა
ჭმუნვა
ნაღველი, მწუხარება, დარდი
ჭრელობა
მრავალფეროვნება
ჭურჭელი
ძვირფასეულობა
ხადილი
წვეულება, პატიჟი
ხადუმი
მოსამსახურე; საჭურისი, კასტრაციაგაკეთებული კაცი
ხათუნი
ქალბატონი, დიასახლისი
ხალვა
მარტოობა
ხალვათი
მარტოობა; თავისთის, მშვიდად მოსვენება
ხამი
ტლანქი, უხეში ქსოვილი
ხანაგა
სამადლო თავშესაფარი დავრდომილთა და უცხოთათვის
ხან-დაზმულობა
დროის დაყოფა, შეყოვნება
ხანი
მბრძანებელი, მმართველი
ხარაჯა
ხარკი, ვინმეს სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი
ხასი
დიდებული, მეფესთან დაახლოებული, წარჩინებული კარისკაცი
ხატაეთი
ჩინეთი
ხატაური
ჩინური ფული; ჩინური ქსოვილი
ხატი
1. სახე, ხატება 2. სურათი
ხაფი
ძლიერი, მკვახე ხმა
ხედვა
განყენებული აზროვნება სამყაროს პირველსაწყისებზე, მორალზე და ა.შ.
ხევა
უკან დახევა, შეყოვნება
ხელი
1. თანამდებობა 2. გიჟი
ხელის ხდა
მოხმარება; სარგებლობა
ხელ-მანდილი
ხელსახოცი
ხელ-მქმნელი
გამხელებელი, გამგიჟებელი
ხელმწიფე
1. დიდებული, თანამდებობის პირი 2.მეფის გვარის კაცი, ტახტის მემკვიდრეობის უფლების მქონე
ხელობა
გახელებულობა, სიგიჟე
ხელოვანება
ოსტატობა
ხელოვნება
იგულისხმება: ეშმაკობა, გაიძვერობა, ხრიკი
ხვარაზმულობა
ხვარაზმული ნაკეთობა
ხვარაზმშა
შუა აზიის სახელმწიფოს, ხვარაზმის მეფე, მთელ ირანში გაბატონებული და შაჰის ტახტზე მჯდომი (ასეთი ვითარება ხვარაზმის მეფეებს XII–XIII საუკუნეთა მიჯნაზე შეექმნათ) 
ხვაშიადი
გულისნადები, საიდუმლო
ხვრელი
გვირაბი
ხილობა
1.ხილის ჭამა, 2. ერთმანეთის ნახვა, საუბარი  
ხლება
ახლოს ყოფნა
ხმელი
ხმელეთი, დედამიწა
ხმობა
მოწოდება
ხმობილი
მოხმობილი, მოწოდებული
ხორციელი
ადამიანი
ხოტბა
ქება, კეთილ სურვილებთან შეერთებული
ხრდალი
ჭაკი ცხენი, (გადატანით: ჯაბანი, მშიშარა, „დედალი”)
ხული
ხულა, ქოხი
ჯაბანი
მშიშარა, სუსტი
ჯავარი
მარგალიტის თვალი
ჯალაბი
კარზე მყოფნი, სასახლის მკვიდრნი; ხალხმრავლობა, სტუმრიანობა
ჯალაბობა
ოჯახის წევრთა და სახლის მცხოვრებთა თავყრილობა; ხალხმრავლობა 
ჯამი
სასმისი
ჯარი
ბრბო
ჯაჭვი
იგულისხმება: ჯაჭვის პერანგი, ხმლისაგან დასაცავი
ჯეონი
მდინარის სახელი, წყალუხვობის სინონიმი
ჯიქი
ლეოპარდი, პანტერა
ჯუბა
ქალის ტანსაცმელი, კაბა; განიერსახელოებიანი ზედა ტანსაცმელი. მიღებული იყო ვაჭართა და მოქალაქეთა წრეში
ჯუბაჩა
კაცის ტანსაცმელი
ჯუბაჩობა
ჯუბით, კაბით სიარული
ქართული