The epic in calligraphy
The text of the epic is presented in the handwriting of the 17th century Georgian calligrapher, Begtabeg Martirozishvili.
ამბავი ჻ როსტევან ჻ არაბთა ჻ მეფისა
იყო ჻ არაბეთს ჻ როსტევან, ჻ მეფე ჻ ღმრთისაგან ჻ სვიანი,
მაღალი, ჻ უხვი, ჻ მდაბალი, ჻ ლაშქარ-მრავალი, ჻ ყმიანი,
მოსამართლე ჻ და ჻ მოწყალე, ჻ მორჭმული, ჻ განგებიანი,
თვით ჻ მეომარი ჻ უებრო, ჻ კვლა ჻ მოუბარი ჻ წყლიანი.
სხვა ჻ ძე ჻ არ ჻ ესვა ჻ მეფესა, ჻ მართ ჻ ოდენ ჻ მარტო ჻ ასული,
სოფლისა ჻ მნათი ჻ მნათობი, ჻ მზისაცა ჻ დასთა ჻ დასული;
მან ჻ მისთა ჻ მჭვრეტთა ჻ წაუღის ჻ გული, ჻ გონება ჻ და ჻ სული,
ბრძენი ჻ ხამს ჻ მისად ჻ მაქებრად ჻ და ჻ ენა ჻ ბევრად ჻ ასული.
მისი ჻ სახელი ჻ – ჻ თინათინ, ჻ არს ჻ ესე ჻ საცოდნარია!
რა ჻ გაიზარდა, ჻ გაივსო, ჻ მზე ჻ მისგან ჻ საწუნარია.
მეფემან ჻ იხმნა ჻ ვაზირნი, ჻ თვით ჻ ზის ჻ ლაღი ჻ და ჻ წყნარია,
გვერდსა ჻ დაისხნა, ჻ დაუწყო ჻ მათ ჻ ამო ჻ საუბნარია.
უბრძანა: ჻ “გკითხავ ჻ საქმესა, ჻ ერთგან ჻ სასაუბნაროსა:
რა ჻ ვარდმან ჻ მისი ჻ ყვავილი ჻ გაახმოს, ჻ დაამჭნაროსა,
იგი ჻ წახდების, ჻ სხვა ჻ მოვა ჻ ტურფასა ჻ საბაღნაროსა;
მზე ჻ ჩაგვისვენდა, ჻ ბნელსა ჻ ვსჭვრეტთ ჻ ღამესა ჻ ჩვენ ჻ უმთვაროსა.
მე ჻ გარდასრულვარ, ჻ სიბერე ჻ მჭირს, ჻ ჭირთა ჻ უფრო ჻ ძნელია,
დღეს ჻ არა, ჻ ხვალე ჻ მოვკვდები, ჻ სოფელი ჻ ასრე ჻ მქმნელია;
რაღაა ჻ იგი ჻ სინათლე, ჻ რასაცა ჻ ახლავს ჻ ბნელია?!
ჩემი ჻ ძე ჻ დავსვათ ჻ ხელმწიფედ, ჻ ვისგან ჻ მზე ჻ საწუნელია.”
ვაზირთა ჻ ჰკადრეს: ჻ “მეფეო, ჻ რად ჻ ჰბრძანეთ ჻ თქვენი ჻ ბერობა?
ვარდი ჻ თუ ჻ გახმეს, ჻ ეგრეცა ჻ გვმართებს ჻ მისივე ჻ ჯერობა:
მისივე ჻ ჰმეტობს ჻ ყოველსა ჻ სული ჻ და ჻ ტურფა ჻ ფერობა.
მთვარესა ჻ მცხრალსა ჻ ვარსკვლავმან ჻ ვითამცა ჻ ჰკადრა ჻ მტერობა?!
“მაგას ჻ ნუ ჻ ჰბრძანებთ, ჻ მეფეო, ჻ ჯერთ ჻ ვარდი ჻ არ ჻ დაგჭნობია,
თქვენი ჻ თათბირი ჻ ავიცა ჻ სხვისა ჻ კარგისა ჻ მჯობია;
ხმდა ჻ განაღამცა ჻ საქმნელად, ჻ რაცა ჻ თქვენ ჻ გულსა ჻ გლმობია:
სჯობს ჻ და ჻ მას ჻ მიეც ჻ მეფობა, ჻ ვისგან ჻ მზე ჻ შენაფლობია.
თუცა ჻ ქალია, ჻ ხელმწიფედ ჻ მართ ჻ ღმრთისა ჻ დანაბადია;
არ ჻ გათნევთ, ჻ იცის ჻ მეფობა, ჻ უთქვენოდ ჻ გვითქვამს ჻ კვლა ჻ დია;
შუქთა ჻ მისთაებრ ჻ საქმეცა ჻ მისი ჻ მზებრ ჻ განაცხადია.
ლეკვი ჻ ლომისა ჻ სწორია, ჻ ძუ ჻ იყოს, ჻ თუნდა ჻ ხვადია”.
ავთანდილ ჻ იყო ჻ სპასპეტი, ჻ ძე ჻ ამირ-სპასალარისა,
საროსა ჻ მჯობი ჻ ნაზარდი, ჻ მსგავსი ჻ მზისა ჻ და ჻ მთვარისა,
ჯერთ ჻ უწვერული, ჻ სადარო ჻ ბროლ-მინა ჻ საცნობარისა;
მას ჻ თინათინის ჻ შვენება ჻ ჰკლვიდის ჻ წამწამთა ჻ ჯარისა.
გულსა ჻ მისსა ჻ მიჯნურობა ჻ მისი ჻ ჰქონდა ჻ დამალულად.
რა ჻ მოჰშორდის, ჻ ვერ-მჭვრეტელმან ჻ ვარდი ჻ შექმნის ჻ ფერ-ნაკლულად;
ნახის, ჻ ცეცხლი ჻ გაუახლდის, ჻ წყლული ჻ გახდის ჻ უფრო ჻ წყლულად.
საბრალოა ჻ სიყვარული, ჻ კაცსა ჻ შეიქმს ჻ გულ-მოკლულად!
რა ჻ მეფედ ჻ დასმა ჻ მეფემან ჻ ბრძანა ჻ მისისა ჻ ქალისა,
ავთანდილს ჻ მიჰხვდა ჻ სიამე, ჻ ვსება ჻ სჭირს ჻ მის ჻ სოქ-ალისა;
თქვა: ჻ “ზედას-ზედა ჻ მომხვდების ჻ ნახვა ჻ მის ჻ ბროლ-ფიქალისა,
ნუთუ ჻ მით ჻ ვპოვო ჻ წამალი ჻ მე ჻ ჩემი, ჻ ფერ-გამქრქალისა!
არაბეთს ჻ გასცა ჻ ბრძანება ჻ დიდმან ჻ არაბთა ჻ მფლობელმან:
“თინათინ ჻ ჩემი ჻ ხელმწიფედ ჻ დავსვი ჻ მე, ჻ მისმან ჻ მშობელმან,
მან ჻ განანათლნეს ჻ ყოველნი, ჻ ვით ჻ მზემან ჻ მანათობელმან.
მოდით ჻ და ჻ ნახეთ ჻ ყოველმან, ჻ შემსხმელმან, ჻ შემამკობელმან!
მოვიდეს ჻ სრულნი ჻ არაბნი, ჻ ჯარი ჻ განმრავლდა ჻ ხასისა:
ავთანდილ ჻ პირ-მზე, ჻ სპასპეტი ჻ ლაშქრისა ჻ ბევრ-ათასისა,
ვაზირი ჻ სოგრატ, ჻ მოახლე ჻ მეფისა ჻ დასთა ჻ დასისა;
მათ ჻ რომე ჻ დადგეს ჻ საჯდომი, ჻ თქვეს: ჻ “უთქმელია ჻ ფასისა!”
თინათინ ჻ მიჰყავს ჻ მამასა ჻ პირითა ჻ მით ჻ ნათელითა,
დასვა ჻ და ჻ თავსა ჻ გვირგვინი ჻ დასდგა ჻ თავისა ჻ ხელითა,
მისცა ჻ სკიპტრა ჻ და ჻ შემოსა ჻ მეფეთა ჻ სამოსელითა.
ქალი ჻ მზეებრ ჻ სჭვრეტს ჻ ყოველთა ჻ ცნობითა ჻ ბრძნად ჻ მხედველითა.
უკუდგეს ჻ და ჻ თაყვანის-სცეს ჻ მეფემან ჻ და ჻ მისთა ჻ სპათა,
დალოცეს ჻ და ჻ მეფედ ჻ დასვეს, ჻ ქება ჻ უთხრეს ჻ სხვაგნით ჻ სხვათა,
ბუკსა ჻ ჰკრეს ჻ და ჻ წინწილანი ჻ დაატკბობდეს ჻ მათთა ჻ ხმათა.
ქალი ჻ ტირს ჻ და ჻ ცრემლთა ჻ აფრქვევს, ჻ ჰხრის ჻ ყორნისა ჻ ბოლო-ფრთათა.
მამისა ჻ ტახტსა ჻ საჯდომად ჻ თავი ჻ არ ჻ ეღირსებოდა,
ამად ჻ ტირს, ჻ ბაღი ჻ ვარდისა ჻ ცრემლითა ჻ აივსებოდა;
მეფე ჻ სწვრთის: ჻ “მამა ჻ ყოველი ჻ ძისაგან ჻ ითავსებოდა,
ამისად ჻ ქმნამდის ჻ დამწველი ჻ ცეცხლი ჻ არ ჻ დამევსებოდა”.
უბრძანა: ჻ “ნუ ჻ სტირ, ჻ ასულო, ჻ ისმინე ჻ ჩემი ჻ თხრობილი:
დღეს ჻ შენ ჻ ხარ ჻ მეფე ჻ არაბეთს, ჻ ჩემგან ჻ ხელმწიფედ ჻ ხმობილი,
აქათგან ჻ ესე ჻ სამეფო ჻ შენია ჻ მართ ჻ მონდობილი.
ხარმცა ჻ ბრძნად ჻ მქმნელი ჻ საქმისა, ჻ იყავ ჻ წყნარი ჻ და ჻ ცნობილი!
ვარდთა ჻ და ჻ ნეხვთა ჻ ვინათგან ჻ მზე ჻ სწორად ჻ მოეფინების,
დიდთა ჻ და ჻ წვრილთა ჻ წყალობა ჻ შენმცა ჻ ნუ ჻ მოგეწყინების!
უხვი ჻ ახსნილსა ჻ დააბამს, ჻ იგი ჻ თვით ჻ ების, ჻ ვინ ჻ ების.
უხვად ჻ გასცემდი, ჻ ზღვათაცა ჻ შესდის ჻ და ჻ გაედინების.
მეფეთა ჻ შიგან ჻ სიუხვე, ჻ ვით ჻ ედემს ჻ ალვა, ჻ რგულია;
უხვსა ჻ ჰმორჩილობს ჻ ყოველი, ჻ იგიცა, ჻ ვინ ჻ ორგულია;
სმა-ჭამა ჻ – ჻ დიდად ჻ შესარგი, ჻ დება ჻ რა ჻ სავარგულია?!
რასაცა ჻ გასცემ, ჻ შენია; ჻ რას ჻ არა, ჻ დაკარგულია!”
ამა ჻ მამისა ჻ სწავლასა ჻ ქალი ჻ ბრძნად ჻ მოისმინებდა,
ყურსა ჻ უპყრობდა, ჻ ისმენდა, ჻ წვრთასა ჻ არ ჻ მოიწყინებდა;
მეფე ჻ სმასა ჻ და ჻ მღერასა ჻ იქმს, ჻ მეტად ჻ მოილხინებდა;
თინათინ ჻ მზესა ჻ სწუნობდა, ჻ მაგრა ჻ მზე ჻ თინათინებდა.
მოიხმო ჻ მისი ჻ გამზრდელი, ჻ ერთგული, ჻ ნაერთგულევი,
უბრძანა: ჻ “ჩემი ჻ საჭურჭლე, ჻ შენგან ჻ დანაბეჭდულევი,
მომართვი ჻ ჩემი ჻ ყველაი, ჻ ჩემი ჻ ნაუფლისწულევი”.
მოართვეს, ჻ გასცა ჻ უზომო, ჻ უანგარიშო, ჻ ულევი.
მას ჻ დღე ჻ გასცემს ჻ ყველაკასა ჻ სივაჟისა ჻ მოგებულსა,
რომე ჻ სრულად ჻ ამოაგებს ჻ მცირესა ჻ და ჻ დიდებულსა.
მერმე ჻ ბრძანა: ჻ “ვიქმ ჻ საქმესა, ჻ მამისაგან ჻ სწავლებულსა,
ჩემსა ჻ ნუვინ ჻ ნუ ჻ დაჰმალავთ ჻ საჭურჭლესა ჻ დადებულსა”.
უბრძანა: ჻ “წადით, ჻ გახსენით, ჻ რაცა ჻ სად ჻ საჭურჭლენია!
ამილახორო, ჻ მოასხი ჻ რემა, ჻ ჯოგი ჻ და ჻ ცხენია!”
მოიღეს.გასცა ჻ უზომო, ჻ სიუხვე ჻ არ ჻ მოსწყენია.
ლარსა ჻ ჰხვეტდიან ჻ ლაშქარნი, ჻ მართ ჻ ვითა ჻ მეკობრენია.
ალაფობდეს ჻ საჭურჭლესა ჻ მისსა, ჻ ვითა ჻ ნათურქალსა,
მას ჻ ტაიჭსა ჻ არაბულსა, ჻ ქვე-ნაბამსა, ჻ ნასუქალსა;
რომე ჻ ჰგვანდა ჻ სიუხვითა ჻ ბუქსა, ჻ ზეცით ჻ ნაბუქალსა,
არ ჻ დაარჩენს ჻ ცალიერსა ჻ არ ჻ ყმასა ჻ და ჻ არცა ჻ ქალსა.
დღე ჻ ერთ ჻ გარდახდა.პურობა, ჻ სმა-ჭამა ჻ იყო, ჻ ხილობა,
ნადიმად ჻ მსხდომთა ჻ ლაშქართა ჻ მუნ ჻ დიდი ჻ შემოყრილობა.
მეფემან ჻ თავი ჻ დაჰკიდა ჻ და ჻ ჰქონდა ჻ დაღრეჯილობა.
ნეტარ, ჻ რა ჻ უმძიმს, ჻ რა ჻ სჭირსო? ჻ – ჻ შექმნეს ჻ ამისი ჻ ცილობა.
თავსა ჻ ზის ჻ პირ-მზე ჻ ავთანდილ, ჻ მჭვრეტთაგან ჻ მოსანდომია,
სპათა ჻ სპასპეტი, ჻ ჩაუქი, ჻ ვითა ჻ ვეფხი ჻ და ჻ ლომია;
ვაზირი ჻ ბერი ჻ სოგრატი ჻ თვით ჻ მას ჻ თანავე ჻ მჯდომია.
თქვეს, ჻ თუ: ჻ “რა ჻ უმძიმს ჻ მეფესა, ჻ ანუ ჻ რად ჻ ფერი ჻ ჰკრთომია?”
თქვეს, ჻ თუ: ჻ “მეფე ჻ ცუდსა ჻ რასმე ჻ გონებასა ჻ ჩავარდნილა,
თვარა ჻ აქა ჻ სამძიმარი ჻ მათი ჻ ყოლა ჻ არა ჻ ქმნილა”.
ავთანდილ ჻ თქვა: ჻ “სოგრატ, ჻ ვჰკითხოთ, ჻ გვითხრას, ჻ რადმცა ჻ შეგვეცილა?
ვჰკადროთ ჻ რამე ჻ სალაღობო, ჻ რასათვისმცა ჻ გაგვაწბილა?”
ადგეს ჻ სოგრატ ჻ და ჻ ავთანდილ ჻ ტანითა ჻ მით ჻ კენარითა,
თვითო ჻ აივსეს ჻ ჭიქები, ჻ მივლენ ჻ ქცევითა ჻ წყნარითა,
წინა ჻ მიუსხდეს ჻ მუხლ-მოყრით, ჻ პირითა ჻ მოცინარითა.
ვაზირი ჻ ლაღობს ჻ ენითა, ჻ წყლიანად ჻ მოუბნარითა:
“დაგიღრეჯია, ჻ მეფეო, ჻ აღარ ჻ გიცინის ჻ პირიო.
მართალ ჻ ხარ: ჻ წახდა ჻ საჭურჭლე ჻ თქვენი ჻ მძიმე ჻ და ჻ ძვირიო,
ყველასა ჻ გასცემს ჻ ასული ჻ თქვენი ჻ საბოძვარ-ხშირიო;
ყოლამცა ჻ მეფედ ჻ ნუ ჻ დასვი! ჻ თავსა ჻ რად ჻ უგდე ჻ ჭირიო?”
რა ჻ მეფემან ჻ მოისმინა, ჻ გაცინებით ჻ შემოჰხედნა,
გაუკვირდა: ჻ ვით ჻ მკადრაო, ჻ ან ჻ სიტყვანი ჻ ვით ჻ გაბედნა?!
“კარგი ჻ ჰქმენო, ჻ – ჻ დაუმადლა, ჻ ბრძანებანი ჻ უიმედნა, ჻ –
ჩემი ჻ ზრახვა ჻ სიძუნწისა, ჻ ტყუის, ჻ ვინცა ჻ დაიყბედნა.
ეგე ჻ არ ჻ მიმძიმს, ჻ ვაზირო, ჻ ესეა, ჻ რომე ჻ მწყენია:
სიბერე ჻ მახლავს, ჻ დავლიენ ჻ სიყმაწვილისა ჻ დღენია,
კაცი ჻ არ ჻ არის, ჻ სითგანცა ჻ საბრძანებელი ჻ ჩვენია,
რომე ჻ მას ჻ ჩემგან ჻ ესწავლნენ ჻ სამამაცონი ჻ ზნენია.
ერთაი ჻ მიზის ჻ ასული, ჻ ნაზარდი ჻ სათუთობითა;
ღმერთმან ჻ არ ჻ მომცა ჻ ყმა-შვილი, ჻ – ჻ ვარ ჻ საწუთროსა ჻ თმობითა, ჻ –
ანუმცა ჻ მგვანდა ჻ მშვილდოსნად, ჻ ანუ ჻ კვლა ჻ ბურთაობითა;
ცოტასა ჻ შემწევს ჻ ავთანდილ ჻ ჩემგანვე ჻ ნაზარდობითა”
ყმა ჻ მეფისა ჻ ბრძანებასა ჻ ლაღი ჻ წყნარად ჻ მოისმენდა,
თავ-მოდრეკით ჻ გაიღიმნა, ჻ გაცინება ჻ დაუშვენდა,
თეთრთა ჻ კბილთათ ჻ გამომკრთალსა ჻ შუქსა ჻ ველთა ჻ მოაფენდა.
მეფე ჻ ჰკითხავს: ჻ “რას ჻ იცინი, ჻ ანუ ჻ ჩემგან ჻ რას ჻ შეგრცხვენდა?”
კვლა ჻ უბრძანა: ჻ “თავსა ჻ ჩემსა, ჻ რას ჻ იცინი, ჻ რად ჻ დამგმეო?”
ყმამან ჻ ჰკადრა: ჻ “მოგახსენებ ჻ და ჻ ფარმანი ჻ მიბოძეო,
რაცა ჻ გკადრო, ჻ არ ჻ გეწყინოს, ჻ არ ჻ გაჰრისხდე, ჻ არ ჻ გასწყრეო,
არ ჻ გამხადო ჻ კადნიერად, ჻ არ ჻ ამიკლო ჻ ამაზეო.”
უბრძანა: ჻ “რადმცა ჻ ვიწყინე ჻ თქმა ჻ შენგან ჻ საწყინარისა!”
ფიცა ჻ მზე ჻ თინათინისი, ჻ მის ჻ მზისა ჻ მოწუნარისა.
ავთანდილ ჻ იტყვის: ჻ “დავიწყო ჻ კადრება ჻ საუბნარისა:
ნუ ჻ მოჰკვეხ ჻ მშვილდოსნობასა, ჻ თქმა ჻ სჯობს ჻ სიტყვისა ჻ წყნარისა.
მიწაცა ჻ თქვენი ჻ ავთანდილ ჻ თქვენს ჻ წინა ჻ მშვილდოსანია;
ნაძლევი ჻ დავდვათ, ჻ მოვასხნეთ ჻ მოწმად ჻ თქვენნივე ჻ სპანია;
მოასპარეზედ ჻ ვინ ჻ მგავსო? ჻ – ჻ ცუდნიღა ჻ უკუთქმანია.
გარდამწყვედელი ჻ მისიცა ჻ ბურთი ჻ და ჻ მოედანია!”
მეფე ჻ ლაღი ჻ და ჻ წყლიანი ჻ გამხიარულდა ჻ მეტად-რე,
სიცილით ჻ უთხრა ჻ ავთანდილს: ჻ „შვილად ჻ გზრდი, ჻ მით ჻ შე-ვე-მკადრე;
იცი, ჻ არ ჻ გიწყენ, ჻ გაზრდილო, ჻ მით ჻ შემომიხე ჻ ზედად-რე.
თუ ჻ არ ჻ გაწბილდე, ჻ მაჯობო, ჻ ბედი ჻ გეყოფის ჻ ბედად-რე.
“-მე ჻ არ ჻ შეგარჩენ ჻ შენ ჻ ჩემსა ჻ მაგისა ჻ დაცილებასა.
ბრძანე, ჻ ვისროლოთ, ჻ ნუ ჻ იქმო ჻ შედრეკილობა-კლებასა,
კარგთა ჻ კაცთასა ჻ ვიქმოდეთ ჻ მოწმად ჻ ჩვენ ჻ თანა ჻ ხლებასა,
მერმე ჻ გამოჩნდეს ჻ მოედანს, ჻ ვისძი ჻ უთხრობდენ ჻ ქებასა!”
ავთანდილცა ჻ დაჰმორჩილდა, ჻ საუბარი ჻ გარდასწყვიდეს,
იცინოდეს, ჻ ყმაწვილობდეს, ჻ საყვარლად ჻ და ჻ კარგად ჻ ზმიდეს,
ნაძლევიცა ჻ გააჩინეს, ჻ ამა ჻ პირსა ჻ დაასკვნიდეს:
ვინცა ჻ იყოს ჻ უარესი, ჻ თავ-შიშველი ჻ სამ ჻ დღე ჻ ვლიდეს!
კვლა ჻ ბრძანა: ჻ “მონა ჻ თორმეტი ჻ შევსხათ ჻ ჩვენ ჻ თანა ჻ მარებლად,
თორმეტი ჻ ჩემად ჻ ისრისა ჻ მომრთმევლად, ჻ მოსახმარებლად, ჻ –
ერთაი ჻ შენი ჻ შერმადინ ჻ არს ჻ მათად ჻ დასადარებლად, ჻ –
ნასროლ-ნაკრავსა ჻ სთვალვიდენ ჻ უტყუვრად, ჻ მიუმცდარებლად”.
მონადირეთა ჻ უბრძანა: ჻ “მინდორნი ჻ მოიარენით,
დასცევით ჻ ჯოგი ჻ ნადირთა, ჻ თავნი ჻ ამისთვის ჻ არენით”.
ლაშქარნი ჻ სამზოდ ჻ აწვივნეს: ჻ “მოდით ჻ და ჻ მოიჯარენით”.
გაყარეს ჻ სმა ჻ და ჻ ნადიმი. ჻ მუნ ჻ ამოდ ჻ გავიხარენით.