Il dizionario
0-9
- აბჯარი
- საჭურველი (ჯაჭვ-მუზარადი, ხმალი…), იარაღი
- ადამის ტომნი
- ადამიანები
- ადიმი
- ძვირფასი ტყავი; გადატანით: კარგი რეპუტაცია, სახელი
- აერ-ფერი
- იერი, შესახედაობა
- ავაზა
- მტაცებელი ცხოველი, კატის ოჯახისა, რომელსაც სანადიროდ იყენებდნენ სწრაფი სირბილის გამო. ზომით და გარეგნობით წააგავს ჯიქს (ლეოპარდს), უკანა ფეხები წინაზე გრძელი აქვს.
- ავარი
- სიმდიდრე, ქონება
- ავლი
- ნაცარი, ფერფლი
- აზავრები
- ხარები, იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად
- აკლება
- ოჯახის აკლება, აწიოკება
- ალაგი
- გზა, ბილიკი
- ალამი
- დროშის ის ნაწილი, რომელიც ფრიალებს; რიდის წვერი, კუთხე
- ალაფი
- სამხედრო ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება
- ალვა
- 1.აალება, წვა; 2. წერწეტი, მოხდენილი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
- ალმულობა
- ალმური, ცეცხლის ალი
- ალობა
- ალი, ცეცხლის ის ნაწილი, რომელიც ანათებს, ის რაც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს
- ამარტი
- ძვირფასი ქვაა, ყვითელი ფერის
- ამილახორი
- მეჯინიბეთუხუცესი, სახელმწიფოს საცხენო მეურნეობის განმგებელი
- ამირბარი
- მოხელე, რომელიც განაგებდა მეფესთან შესვლა-აუდიენციას; საზღვაო ფლოტის სარდალი, უფროსი
- ამირ-სპასალარი
- სამხედრო მინისტრი
- ამირსპასალარობა
- ჯარის სარდლობა
- ანაგები
- აღნაგობა
- ანაგზი
- ანანთები, სიმხურვალე, ალი
- ანდამატი
- ალმასი – უფერო და გამწვირვალე ძვირფასი ქვა, ძალიან მაგარი
- არავი
- სამხრეთის ქარი
- არას შური
- არაფრის შეშურება, არაფრის დანებება
- არასმა
- არყოლა, ის, რაც არ გყავს
- არ-დასტურობა
- ხელთ არქონა, ნამდვილის არცოდნა
- არენი
- მიდამოები
- არიფი
- დაახლოებული პირი, ჩვეული თანამეინახე, სუფრის მოზიარე
- არიფობა
- სუფრის მოზიარეობა, ნადიმის წევრობა
- არ-მართლობა
- მტყუვნობა, მოტყება, უპატიოსნობა
- არმაღანი
- საჩუქარი
- არსება
- არსებობა; არსი, არსება, ბუნება
- არსი
- არსებობა
- არ-სიწყნარე
- აჩქარება, მოუთმენლობა
- არ-სმა
- არ-ყოლა, ის, რაც არ გყავს
- არსნი
- არსებანი
- არღავანი
- მუქი წითელი ფერის ყვავი
- ასო
- ნაკვთი, სახის ან სხეულის ესა თუ ის გარეგანი, თვალით შესამჩნევი ნაწილი
- ასპარეზი
- ასპარეზობა (ცხენოსანთა სპორტული ორთაბრძოლა)
- ასპიროზი
- პლანეტა ვენერა, იგივეა რაც ცისკრის ვარსკვლავი. ასტროლოგიურად მიჩნეულია კარგი ბედის მომცემ პლანეტად. ამავე დროს, მიჩნეულია სილამაზისა და სიყვარულის პლანეტად.
- ასპიტი
- გველი
- ატლასი
- ძვირფასი ქსოვილი
- აუგი
- სირცხვილი, სამარცხვინო რამ
- აღვსება
- აღდგომა
- აღლუმი
- პარადი, ჯარის დათვალიერება
- აღმაფრენა
- ამაღლება
- აყიყი
- ძვირფასი წითელი ქვა
- ახმა
- აღება
- აჯა
- თხოვნა, ვედრება
- აჯაბი
- ფოკუსი, ხელის სისწრაფესა და ეშმაკობაზე დამყარებული ჯამბაზური მოქმედება – ტრიუკი
- აჯიღა
- ქალის თავსაფარი, მოსასხამი
- ბაგე
- ტუჩი
- ბადრაგა
- დამცველი, კონვოი
- ბავთი
- ავის მოამბე, ცუდი, ბოროტი ამბის მთქმელი
- ბაზიერი
- მონადირე, ფრინველთა (ქორი, მიმინო) დამგეშავი
- ბაზმა
- ზეთის ლამპარი, ზეთის სანათი
- ბაკმი
- სინათლის რკალი, ციური მნათობების (მთვარის, მზის) დამახასიათებელი
- ბალახში
- საუკეთესო ლალი, წითელი ტუჩის აღმნიშვნელი
- ბანის-ბანი
- ტერასებად განლაგებული ბანები, სახლები
- ბარბითი
- სიმებიანი საკრავი
- ბარგი
- ტვირთი, ბანაკისთვის საჭირო ტვირთი, სალაშქრო ტვირთი
- ბასრა
- ქალაქი სირიაში (კარგი ფოლადით განთქმული)
- ბერი
- მოხუცი
- ბერობა
- სიბერე
- ბიძასძენი
- ბიძაშვილები
- ბნედა
- გულისწასვლა, გულყრა
- ბროლ-ბალახში
- ტუჩ-კბილის აღმნიშვნელი მეტაფორა
- ბროლი
- იგულისხმება: სახე, პირისახის, თეთრი სახისკანის აღმნიშვნელი მეტაფორაა
- ბრჭე
- მოსამართლე
- ბრჭკალი
- ფრჩხილი
- ბრჭობა
- 1. მოსამართლეობა, მსაჯულობა 2. სჯა, სამართლის განჩინება
- ბუკი
- ჩასაბერი საკრავი, საყვირი
- ბულბულო
- მცენარე
- ბუქი
- თოვლნარევი ქარი
- გაბაონი
- პალესტინის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ლამაზი ნაძვი იზრდებოდა
- გაგონება
- გააზრება, აწონ-დაწონა
- გავაზი
- მიმინო
- გავლენა
- შეწევნა, დახმარება, მისთვის გარჯა
- გაზრახული
- გადაწყვეტილება, ნაბიჯი
- გაკიცხვა
- გაწბილება, შერცხვენა
- გამზრდელი, გაზრდილი
- თანაშეზრდილი, ერთად გაზრდილი
- გამორჩევა
- აწონ-დაწონა, საქმის წინასწარ განსაზღვრა
- განაზრახები
- ნათქვამი, შემოთავაზებული
- განგება
- ღვთის ნება-სურვილი, მის მიერ მოვლენათა წინასწარი ცოდნა და განსაზღვრა
- გარდავლენა
- გადახდომა, გადალახვა, თავის არიდება
- გარდამწყვედელი
- გადამწყვეტი
- გარდამხმელი
- გადამტანი, გადამაადგილებელი
- გარდმონაჭარნი
- გადმოსულები, გადმოხვეწილები
- გარემონი
- გარშემო ქვეყნები
- გასაგებელი
- საზრუნავი, წესრიგი
- გასრულება
- შესრულება
- გაწირვა
- მიტოვება, გაწირვა
- გაჭრა
- ველად გავარდნა, ტყე-ღრეში ხეტიალი, ადამიანთაგან განშორება
- გახსნევა
- გახსნევინება
- გება
- მოხერხება, შეძლება
- გვარი
- ზეციურ „იდეა“, რომელიც, პლატონის მოძღვრების მიხედვით, ქვეყნიურ საგანთა პირველსახეს წარმოადგენს
- გვარლი
- თოკი ან დოლბანდი
- გზირი
- ყველაზე დაბალი ადმინისტრაციული თანამდებობა სოფლად
- გზნება
- წვა
- გიშერი
- ძვირფასი შავი ქვა
- გმობა
- ლანძღვა, აუგის თქმა
- გონება
- ფიქრი, გონება
- გრძნება
- ჯადოსნობა
- გრძნეული
- ჯადოსანი
- გული
- 1. იგულისხმება: მონდომება, ხალისი 2. იგულისხმება: გულთბილობა, სიყვარული
- გულისა დაღება
- გაჩუმება უხერხულობისაგან, გაწბილება, დამორცხვება
- გულისა ლხინება
- გულისტკივილის დაამება, მორჩენა, ლხენა
- გულისა მდებელნი
- გამამხნევებელნი, გულის მომცემნი
- გულისთქმა
- გრძნობა, ვნებათაღელვა, ძლიერი სურვილი
- გულ-მაგრობა
- თვდაჭერა, ზრახვის გულში შენახვა
- დაბადება
- შექმნა-გაჩენა
- დაბდაბი
- დოლი, დასარტყამი საკრავი
- დაბდაბ-ნობი
- დოლ-საყვირი
- დაბნედა
- გულყრა, გონების დაკარგვა
- დადება
- აღიარება, მიჩნევა, ცნობა
- დავედრებული
- დანაბარები
- დავლა
- სიმდიდრე, ქვეყნიური სიკეთე
- დავსება
- ჩაქრობა; სიკვდილი
- დაზრობა
- გაუბედურების, მწუხარების აღმნიშვნელი მეტაფორა
- დათმობა
- მოთმენა
- დაკოდილი
- დაჭრილი ადგილები, ჭრილობები
- დალალი
- გრძლად დაწნული თმა
- დამალული
- იდუმალი, ღრმა გრძნობა; გულის ზრახვა
- დამამხობელი
- მკვლელი, ბოლოს მომღები
- დამაჯნება
- დაჩაგვრა, დაჯაბნა, დაბრიყვება, ხელყოფა
- დამმარხველი
- იგულისხმება: საალერსო სიტყვა, ნიშნავს უახლოესს, საყვარელს
- დამსაჯარი
- გამწვალებელი, ვინც ან რაც აწვალებს ვინმეს
- დამძიმება
- ბრალდება, დადანაშაულება
- დანადები
- საუნჯე, შენახული სიმდიდრე
- დანაღვლება
- დანაღვლიანება, გამწარება, დადარდიანება, დასევდიანება
- დანაყბედი
- ყბედურად, განუსჯელად ნათქვამი, უსარგებლოდ ბევრი ნათქვამი
- დანერგული
- დარგული
- დაპირება
- საომრად მზადება
- დარაკი
- ფარი
- დარბაზი
- სასახლე, მეფის კარი
- დარბაზობა
- მიღება, სამეფო დარბაზში გამოსვლა ქვეშევრდომებთან და უცხოებთან სასაუბროდ
- დარმანი
- წამალი, სამკურნალო საშუალება
- დარჩომა
- “გადარჩენა”, სიცოცხლე, დარჩენა
- დასაშლელი
- საწინააღმდეგო
- დასი
- იგულისხმება: ციურ ძალთა გუნდი
- დასტაქარი
- მკურნალი, ჭრილობებზე და სხეულის დაზიანებაზე დასპეციალებული, ქირურგი
- დასტური
- ნამდვილი, სარწმუნო
- დაფარული
- საიდუმლო
- დაღრეჯა
- მოწყენა, დანაღვლება
- დაღრეჯილობა
- მოწყენა, ნაღველი
- დაშლისა კადრება
- წინააღმდეგობის გაბედვა
- დაცილება
- შეცილება, შეჯიბრება
- დაჭირვა
- შენახვა, დაცვა
- დგენა
- დოღი ან მარულა, ცხენების შეჯიბრება ჭენებაში
- დგომა
- მოწყობა
- დიანოსი
- (დიაგნოზი) ასტროლოგიურ-მეტეოროლოგიური თხზულების სათაური
- დიაცი
- ქალი
- დიჯლა
- მდინარე ტიგროსი
- დოსტაქანი
- სასმისი, სასმელი
- დრამა
- წონის მინიმალური ერთეული
- დრაჰკანი
- ოქროს ფული
- ედემი
- სამოთხის ბაღი
- ეზროს
- ასტროლოგიურ-მეტეოროლოგიური თხზულების (დიანოსი) ავტორის სახელი
- ეთერი
- გამჭვირვალე, უმსუბუქესი ნივთიერება, რომლითაც, ძველთა წარმოდგენით, სავსეა მსოფლიო სივრცე
- ელვა
- ელვა, სხივი, შუქი
- ერდო
- სახლის (ან ციხის) სართულთა შემაერთებელი ხვრელი; (სახლში ერდოდან ასვლა-ჩამოსვლა (მაგ. ალყის დროს) გასაჭირის მაჩვენებელია)
- ერი
- ჯარი, ლაშქარი, ხალხი, ერი
- ეტლთა რბენა
- თანავარსკვლავედთა მოძრაობა-ცვალებადობა
- ეტლი
- თანავარსკვლავედი, ზოდიაქო
- ეშმა
- ეშმაკი
- ეჯი
- მანძილი
- ეჯიბი
- სასახლის მსახური
- ეჯიბი
- ერთი დღის გზა
- ვაზირობა
- 1. მრჩევლობა 2. ვეზირად ყოფნა
- ვალი
- იგულისხმება: უბედურება
- ვარდი
- იგულისხმება: სახის ფერი; ლოყების ან პირსახის აღმნიშვნელი მეტაფორა
- ველანი
- ველები
- ვერ-ჭვრეტა
- ვერხედვა, ვერდანახვა
- ვლა
- სიარული
- ვნება
- ტანჯვა, ტკივილი, უბედურება
- ვსება
- ქრობა, ჩაქრობა
- ზათქი და ზარები
- საზეიმო ხმაური და მოძრაობა
- ზამი
- ხალხმრავლობა, ზეიმი, მხიარულება
- ზარადები
- მუზარადის სახის დამფარავი ნაწილი
- ზარადხანა
- საჭურველისა და იარაღის საწყობი
- ზარი
- 1. ხმაური, სადღესასწაულო აყალ-მაყალი, ყიჟინა 2. თავზარი, დიდი შიში, ძრწოლა, რიდი
- ზარქაში
- ოქროცურვილი ფარჩეულობა, ოქროთი დაფერილი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი
- ზაფრანა
- ყვითელყვავილიანი მცენარე
- ზახილი
- ძახილი, ყვირილი, ღრიანცელი, აყალმაყალი
- ზეზი
- ქათქათა თეთრი ტილო
- ზენა
- ზეციური
- ზენაარი
- ფიცი
- ზესი
- ზეცისაგან გადაწყვეტილი, განგებისეული, მნიშვნელოვანი
- ზმა
- მიხვრა-მოხვრა
- ზნენი
- ღირსება, რაც თვალით ჩანს: გარეგნობა, სიყოჩაღე, მიხვრა-მოხვრა
- ზნეობა
- თვისება, ღირსება
- ზრახვა
- განზრახვა
- ზრდილობა
- წესიერება, პატიოსნება, კუთვნილისა და არკუთვნილის გარჩევის უნარი
- ზრო
- ტანი
- ზროხა
- ძროხა და ხარი
- ზრუნი
- დაბალ ხმაზე თანაგრძნობის გამოცხადება ან მიმღერება; მისამძიმრება
- ზუალი
- პლანეტა: სატურნი. ასტროლოგიაში აღიარებულია უბედურების მომცემ პლანეტად, ამიტომ მის ფერად ითვლება შავი, მიუხედავად იმისა, რომ ის კაშკაშა თეთრი ფერისაა
- ზღვათა შესართავი
- აქ ოკეანეს ნიშნავს
- ზღვარი
- საზღვარი, მიჯნა
- თავადი
- მეთაური
- თავადობა
- უფროსობა
- თავი
- იგულისხმება: “თოფი”, ქსოვილის ხვეული
- თათბირი
- რჩევა, აზრი, გადაწყვეტილება
- თამაშობა
- გართობა, თამაში, ასპარეზობა
- თანა-მყოლი
- ვინც თან ჰყავდა, ვისთან ერთადაც იყო
- თვისი
- ნათესავი, თავისიანი
- თმობა
- მოთმინება
- თნება
- არდარწმუნებით, არადანამდვილებით ცოდნა; ვინმესთვის ხათრის გაწევა, სასიამოვნო რამის გაკეთება
- თნევა
- მაამებლობა, სიამოვნების განცდის მომგვრელი საქციელი ან ნათქვამი
- თქართქარება
- ბევრი ადამიანის ერთად სიცილი
- თქმევა
- თქმევინება, რისამე თქმის საშუალების მიცემა ან დაძალება, იძულება
- თხრობა
- თქმა, მოყოლა
- თხრობილი
- ნათქვამი, მოყოლილი ამბავი
- იაგუნდი
- ძვირფასი ქვა, ღია-მოლურჯო ფერისა
- იადონი
- ბულბული
- კაბა
- ზედა ჩასაცმელი (კაცისა)
- კაბათენი
- კამათელი
- კადრება
- თქმა, შემობედვა
- კაეშანი
- დარდი, სევდა, მწუხარება
- კავშირნი
- ელემენტები, რომელთაგანაც, ძველთა რწმენით, ყოველი ფიზიკური სხეული შედგება (ცეცხლი, ჰაერი წყალი, მიწა)
- კანჯარი
- გარეული ვირი, ძნელ და სახიფათო სანადიროდ ითვლებოდა
- კაპანი
- ვიწრო და კლდოვანი გზა
- კაპარჭი
- ისრების ჩასაწყობი ბუდე
- კატაბა
- სიცრუე, ტყუილი
- კატარღა
- საბრძოლო ხომალდის სახეობა
- კეთილი
- იგულისხმება: ამქვეყნიური სიკეთე – ბედნიერება, სიმდიდრე, ჯანმრთელობა და ა.შ.
- კეისარობა
- უმაღლესი ხელისუფლება, გაერთიანებული სახელმწიფოს მფლობელობა
- კენარი
- 1.ტანწერწეტი ხე 2. ლამაზი, მოხდენილი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
- კვეთა
- 1.ჭრა, სიბასრე, სიმახვილე; 2. სიყვარული, სითბო
- კვერთხი
- ჯოხი
- კვერი
- ურო, ჩაქუჩი
- კიდობანი
- 1. დიდი ყუთი, სკივრი; 2. ტახტრევანი
- კლდეთა ნაღნი
- მღვიმეები, გადმოყუდებული კლდეები
- კლება
- შეშინება, უკან დახევა
- კოტა
- ხმლის ვადის ნაწილი
- კრთობა
- გამოფხიზლება, გონზე მოყვანა
- კრონოსი
- პლანეტა სატურნი. ძველ ქართულში მას ზუალსაც უწოდებენ
- კრძალვა
- არიდება, დაცვა
- კუბო
- ჩასაჯდომი საწოლი, ტახტრევანი
- კურო
- ბუღა, კურო; გადატანით: საყვარელი (ვინც ვინმესთან ქორწინების გარეშეა, ფარული კავშირი)
- კუშტობა
- მკაცრობა, უკარებლობა, მიუკარებლობა
- ლამი
- ნაკადი
- ლაჟვარდი
- აქ: ცისფერი ძვირფასი ქვა
- ლარი
- სიმდიდრე: ოქრო ვერცხლი, ძვირფასი ნივთები და ქსოვილები
- ლაღობა
- თავისუფლად ქცევა, ალერსი; ხუმრობა
- ლახვართა სობა
- დაჭრა, კვლა
- ლახტი
- არამჭრელი საბრძოლო იარაღი
- ლები
- დალურჯებული სხეული, დალურჯებული ადგილი კანზე
- ლევა
- შელევა, ხელის აღება, გაწირვა
- ლევი
- ებრაული სახელი
- ლელი
- წვრილი ლეწრამი
- ლელი თმა
- სწორი, უხუჭუჭო თმა
- ლიზღობა
- ცბიერებით, ეშმაკობით დაახლოება, ნდობის მოპოვება
- ლიტრა
- წონის ერთეული
- ლული
- ძილი
- ლუსკუმა
- სკივრი, სახურავიანი დიდი ყუთი
- ლხენა
- სიხარული, შვება, ტანჯვის შემსუბუქება, დაამება
- ლხინება
- ლხენა, ტკივილის დაამება, უბედურების შემცირება, მომჯობინება
- მადლი
- მადლობა
- მადლი რამე
- მადლობა
- მადრიელობა
- მადლიერება
- მავნე
- ეშმაკი, ბოროტი სული
- მავნენი
- ზიანის მომტანნი: დამღუპველნი, დამჭრელნი
- მაზრები
- უბრალო, საბანაკო კარვები
- მალობა
- სიმალე, სიჩქარე
- მამაცი
- გაბედული კაცი, ვაჟკაცი
- მამრთელებელი
- მკურნალი
- მანგი
- 1. მარგალიტი; 2. მთვარე
- მარეკი
- ნადირის შემოსარეკად გამოსული მონადირეები
- მარზაპანი
- მაზრის მმართველი (აქ: მეფის ნაცვალი, რწმუნებული), სახელმწიფოში ერთ-ერთი კუთხის მმართველი
- მარიხი
- პლანეტა მარსი, რომაელთა ომის ღმერთი. პლანეტა მარსი, ომის მომვლინებლად და მფარველადაა მიჩნეული მისი მოწითალო ფერის გამო.
- მაფენი
- მფენელნი, ვინც ან რაც რამეს ფენს
- მაქა
- მაჰმადიანთა მთავარი სალოცავი
- მაღლად მხედი
- მაღალი საგნების მოაზრე, ფილოსოფიური ჭვრეტით გართული, ვინც ფილოსოფიურად ფიქრობს
- მაღრიბი
- დასავლეთი
- მაყივნებელი
- მატყუარა, მაცდური, გამაცრუებელი
- მაშრიყი
- აღმოსავლეთი
- მაწვეველი
- დამპატიჟებელი
- მახალი
- სასმელი; ხორაგი, საჭმელი
- მბრძოლი
- შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე
- მგზავრი
- გზაზე დამდგარი, მოსიარულე
- მგოსანი
- მომღერალი
- მეაბჯრე
- საჭურველმტვირთველი, რაინდის მსახური, რომელიც მას ბრძოლაში გვერდით ახლავს
- მებრძლონი
- მოწინააღმდეგენი, მტრები
- მეკობრენი
- ყაჩაღები
- მენავე
- ხომალდის უფროსი, კაპიტანი
- მეომარი
- შემბრძოლებელი, მოწინააღმდეგე
- მეოტი
- ლტოლვილი, გაქცეული, უცხო მხარეს წასული
- მესადგურე
- ბინის მიმცემი, შემფარებელი
- მეში
- უხარისხო ტყავი, ცუდი ხარისხის ცხვრის ტყავი
- მეცნიერი
- მცოდნე, ვინც იცის რამე
- მეცნიერობა
- ცოდნა
- მზე
- ციური სხეული. პოემაში ხშირად გულისხმობს სიცოცხლეს
- მზერა
- ცქერა, ყურება
- მზობა
- მზადყოფნა
- მზრდელი
- მზრდელი; გამზრდელი, აღმზრდელი, მკვებავ-შემნახველი
- მზღეველი
- გადამხდელი
- მთვარის მოვანება
- მთვარის შესვლა მის საკუთარ ბინაში, სავანეში თანავარსკვლავედთა შორის. მთვარის გავსება
- მიმნდონი
- მიმნდობნი
- მიმტკივნება
- სამძიმარი
- მინა
- მინანქარი
- მისრეთი
- ეგვიპტე
- მიუმწვდარობა
- ვერშეძლება, ვერგაძღოლა, თავის ვერგართმევა
- მიღება
- მიტანა
- მიჯნური
- მიჯნურობის მოტრფიალე, თაყვანისმცემელი, ვინმეზე შეყვარებული
- მიჯნურობა
- სიყვარული
- მკედი
- მსხვილი ძაფი
- მლხენი
- მშველელი, გასაჭირის შემამსუბუქებელი
- მოამბენი
- ამბის მთხრობელები
- მოარული
- ნავალი, ნამყოფი
- მოასპარეზე
- მებრძოლი, სავაჟკაცო საქმეთა მცოდნე
- მოაჯე
- მავედრებელი, რამის მთხოვნელი
- მოგებული
- ნაშოვნი, შენაძენი, ქონება
- მოგონება
- მოფიქრება
- მოზღვრე
- მოსაზღვრე, მეზობელი
- მოკაზმულობა
- აღჭურვილობა
- მოკამათე
- შემცილე, მეტოქე, ვინც კამათობს
- მოკიდება
- ჭრა
- მოკრძალულობა
- მოკრძალება, სიფრთხილე
- მოლარე
- მეფის ქონების მმართველი, უახლოესი მსახური
- მოლი
- მოსასხამი
- მოლოდნა
- ლოდინი
- მომხვეჭი
- მშოვნელი, მომპოვებელი
- მომხრე
- მხლებელი
- მონა
- ვასალი, ყმა, ხელქვეითი, სხვისი ნების მორჩილი
- მონაგები
- ქონება, სიმდიდრე
- მონაწთომი
- ჩამონაწვეთი, ჩამონადენი
- მოპარვა
- პარვით, მალულად თავდასხმა
- მოპოვნება
- შეძენა, შოვნა, შენარჩუნება
- მორბევა
- ნიშნავს ჯარისაგან ქვეყნის მოვლას ნადავლის შოვნის მიზნით
- მორევნა
- მორევა, დაძლევა
- მორთმა
- მორთმევა
- მოსაცეთი
- ის ადგილი ან ის საკითხი, სადაც ადამიანი შეიძლება შეცდეს, შეცდომაში შევიდეს
- მოსრვა
- დახოცვა, გაწყვეტა
- მოუბარი
- მოლაპარაკე
- მოურავი
- მზრუნველი, ზრუნვის გამწევი
- მოღება
- მოტანა
- მოყვარე
- მეგობარი; თაყვანისმცემელი, მოყვარული
- მოყვარულნი
- ერთი-მეორის მოსიყვარულეები, შეყვარებულები
- მოყვრობა
- მეგობრობა
- მოყმე
- მეომარი, რაინდი
- მოცალეობა
- მოცლილობა, შესაფერისობა
- მოციქულნი
- ქრისტეს მოწაფენი
- მოწამე
- მოწმე
- მოწუნარენი
- არად ჩამგდებნი, დამჩაგრავნი, მჯობნი
- მოწყალება
- სიბრალული, თანაგრძნობა, წყალობა
- მოჭირვება
- სიძნელის, გასაჭირის ატანა
- მოხვეჭა
- მოპოვება, შოვნა
- მპყრობელი
- ტახტზე მჯდომი, ხელისუფლების მჭერელი, მმართველი
- მრეკალი
- მარეკი, ნადირის გამოსარეკად გაგზავნილი მონადირენი
- მრთელობა
- ნამდვილობა
- მრწემი
- უმცროსი
- მსახე
- შემქმნელი
- მსახური
- იგულისხმება, როგორც ჩანს, „სამსახურის გამწევი“, „მშველელი“ და არა „მოახლე“
- მსგეფსი
- სწორი, გაისად იგივე დრო
- მსტრომელი
- მაბეზღარი, დამსმენი, ენატანია
- მტერი
- იგულისხმება: ეშმაკი
- მუზარადი
- დამცავი თავსაბურავი, თავზე დასახური ჯავშანი
- მულიმნი
- მაჰმადიანური რჯულის მოძღვარნი (მიჩნეულნი იყვნენ აგრეთვე მისნობისა და მკურნალობის მცოდნედ)
- მური
- ჭვარტლი, გადატანით: დარდი
- მუსაფი
- ყურანი, სჯულის წიგნი
- მუტრიბნი
- დამკვრელნი, მეჩანგენი, მომღერალნი
- მუფარახი
- წამალია, ნერვულ სისტემაზე მოქმედი და გუნებაზე მომყვანი
- მუქაფა
- სამაგიერო
- მუყრნი
- ყურანის მკითხველნი, მოლები
- მუშაითი
- ჯამბაზი, აკრობატი
- მუშთარი
- პლანეტა იუპიტერი. ასტროლოგიაში მიჩნეულია როგორც დიდი ბედნიერების მომცმი პლანეტა. ამავე დროს, იგი სამართლიანობის პლანეტაა.
- მქენებელი
- მთხოვნელი
- მქენები
- მახვეწარი, მთხოვნელი
- მქმნელი
- გამკეთებელი, ჩამდენი
- მღერა
- თამაში, სიმღერა
- მღილი
- მწერი
- მშვილდ-ფიცხელი
- კარგი მოისარი, ძნელად მოსაზიდი მშვილდის პატრონი
- მშლელი
- დამრღვევი, გამტეხი
- მცთომელი
- ის, ვისაც რამე წამოსცდება
- მცნება
- ბრძანება; შესაძლოა, გულისხმობს ქრისტიანულ მცნებას
- მცნობელი
- მცოდნე, გამგონე
- მცრობა
- სიმცირე
- მძლე
- მძლევი, დამმარცხებელი
- მწთომი
- შემძლებელი, უნარის მქონე
- მწუხრი
- ბნელი, სიბნელე
- მჭელი
- ყანის ღერები, ნამგლის ერთი მოსმით მოჭრილი ყანა
- მჭვრეტელნი
- მნახველები
- მჭვრეტი
- შემხედვარე
- მჭვრეტნი
- მნახველები
- მჭირავნი
- მჭერელნი, აღმსარებელნი
- მხადი
- მომწოდებელი, მომყვანი
- მხავსი
- ხავსი
- მხარი
- მკლავის ზედა ნაწილი, მტევნამდე
- მხედი
- შემხედველი
- მხლტომელი
- მხტომელი
- მჯიღი
- მუშტი
- ნა
- 1. ლერწამი, წერწეტი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა 2. სიმებიანი საკრავი
- ნაალაფავი
- ნადავლი
- ნავი
- ხომალდი
- ნავროზობა
- მაჰმადიანთა ახალი წელი
- ნავღელი
- ნაღველი; ღვიძლის წვენი
- ნათურქალი
- თურქებისათვის წართმეული
- ნაკვესი
- ფოლადის ნაჭრის ჩამოკვრით გაჩენილი ნაპერწკალი, დაკვესებით გაჩენილი ნაპერწკალი
- ნაკვთი
- ტანი, აღნაგობა
- ნაკრავი
- მონარტყამი
- ნაპირთა არები
- მონაპირე ქვეყნები, მოსაზღვრე ტერიტორიები
- ნაპირობა
- წვრილ-წვრილი ომები, მომხდურ მეზობელთა მოგერიება და დროდადრო მათი სამფლობელოების მორბევა, რაც სამეფოს განაპირა ოლქებში მცხოვრებ აზნაურებს აკისრიათ
- ნარი
- ეკალი
- ნარონები
- მოსიარულე
- ნატები
- ტყავის ხალები
- ნატი
- ძირს საგები ტყავი
- ნატრა
- ნატვრა
- ნაუბარი
- ნათქვამი, ნალაპარაკევი
- ნაქმარი
- ქმნილი, საქმე
- ნაღები
- გამჭოლი ან შემავალი ჭრილობა
- ნაცვალი
- სამაგიერო
- ნაცქაფავი
- ბაქიობით, ტყუილი კვეხნით ნათქვამი
- ნაჭვრეტი
- ნაცქერი
- ნახაზობა
- დახატვა
- ნახლები
- ძვირფასი ქსოვილის ტანსაცმელი
- ნები
- ხელის გული
- ნეტარძი
- სიხარული, ბედის მადლობა
- ნიავი
- ნელი ქარი, მსუბუქი ქარი
- ნივთი
- სიმდიდრე, საფასე
- ნიშატი
- სიხარული, ლხინი
- ნიჭი
- საჩუქარი, ძღვენი
- ნობა
- ჩასაბერი ინსტრუმენტი, საყვირი
- ნობათი
- ჯერი, რიგი; გუშაგობა
- ომი
- ბრძოლა, შეტაკება
- ოსტასრა
- სახლთუხუცესი, სასახლის განმგებელი
- ოტა
- ნაცარ-მტვერი
- ოტარიდი
- პლანეტა მერკური. მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა. ასტროლოგიური შეხედულებით მერკური ჭკუის, მოხერხების პლანეტაა.
- ოქსინო
- ფერადი ხავერდის სახეობა
- ოხი
- ხმაბაძვითი სიტყვა, ოხვრის აღმნიშვნელი
- პატიჟი
- ტანჯვა
- პატრონი
- ბატონი, მბრძანებელი, ხელისუფალი, მეფე
- პატრონობა
- ბატონობა, მბრძანებლობა, უმაღლესი ხელისუფლება
- პერპერა
- ოქროს ფული
- პირი
- იგულისხმება: გადაწყვეტილება, აზრი; პირობა
- პირი ქვეყნისა
- დედამიწის პირი
- პირობა
- რჩევა, გეგმების აწონ-დაწონა
- პორფირი
- მეფეთა ჩასაცმელი წითელი სამოსი
- პყრობა
- შეპრყრობა, დაჭერა
- ჟამი
- დრო
- რბევა
- რბენა, სწრაფად გადაადგილება
- რბოლა
- რბენა, სირბილი
- რემა
- ჯოგი (იგულისხმება, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ცხენთა ჯოგი)
- რვალი
- სპილენძი
- რიალი
- ზიანი
- რიდე
- პირსაბურავი, მოსასხამი, მოსახვევი, თავსაბურავი
- რიდება
- რიდი, კრძალვა
- რიდობა
- რიდი, კრძალვა
- რუბი
- რუმბი; სქელი წვენი
- რუკა
- იგულისხმება: წერილი (ბრძანებისა)
- რული
- ძილი, თვლემა
- რჩომა
- ყოფა არსებობა, ცხოვრება, გადარჩენა
- სააჯო
- სათხოვარი, სავედრებელი
- საბარკული
- ბარძაყის დამცველი ჯავშანი
- საბელი
- თოკი
- საბოძვარი
- საჩუქრები
- საბურავი
- საბანი
- საგაზრდილო
- სამშობლო, ის ქვეყანა, სადაც გაიზარდე
- საგანი
- მიზანი, ისარი
- საგდებელი
- ქამანდი, გრძელი თოკი ბოლოში გაკეთებული მარყუჟით, გამოიყენება ცხოველების დასაჭერად:
- საგებელი
- ლოგინი, ქვეშაგები
- საგებელი
- ქვეშ დასაგები, ღამის სათევი
- სადარნო
- დაზვერვა
- სადაურნი
- რომელიღაც ადგილის მცხოვრებნი
- საზრახავი
- საყვედური
- საზღვარი
- იგულისხმება: ტერიტორია, მიწა-წყალი
- სათი
- შავი ქარვა
- საკარგავი
- საგანმგებლო სამფლობელო
- სალაღობო
- სახუმარო
- სალმობა
- მწუხარება, ტკივილი
- სალტე
- ხმლის ვადის გასამაგრებელი სალტე
- სამალი
- შესაძლოა გავიგოთ როგორც მშვილდის ლარი
- სამამაცონი ზნენი
- სავაჟკაცო საქმეები (ბრძოლა, ნადირობა, იარაღის ხმარება და ა. შ.)
- სამიჯნურო
- სატრფო, მიჯნურობის, სიყვარულის საგანი
- სამოსელი
- ნაჭერი, ქსოვილი
- სამსალა
- საწამლავი, შხამი
- სამყარო
- მყარი ზეცა, ცარგვალი
- სამხრე
- სამაჯური ან მკლავზე შემოსაბმელი სხვა ძვირფასი ნივთი
- სანადირო
- სანადირო ადგილი
- სანაპირო
- საზღვარი, ქვეყნის განაპირა მხარე
- საპატრონო
- საბატონო, სამეფო
- საპყარი
- ინვალიდი, დავრდომილი
- სარანგნი
- ქალაქში წესრიგის დამცველნი, „პოლიცია“
- სარატანი
- კირჩხიბი, ასტროლოგიურად იგულისხმება ივნის-ივლისის ზოდიაქო
- სარაჯი
- ღარი, გრძელი ჩაღრმავება რამეზე
- სარკმელი
- ფანჯარა
- სარო
- 1. კვიპაროსის ხე; 2. წერწეტი, ლამაზი ტანის აღმნიშვნელი მეტაფორა
- სარქმელი
- დასახური
- სარჩელი
- ჩივილი
- სასაუბნარო
- სასაუბრო, სამსჯელო
- სასჯელი
- ტანჯვა
- სატები
- საჩრდილობელი, რაც ჩრდილს აყენებს და იცავს მზის სხივებისგან
- საუბარი
- სათქმელი, სახსენებელი
- საუკუნო
- სამარადისო, საუკუნო ცხოვრება, საიქიო
- საურავი
- საზრუნავი, საქმე, თანამდებობა
- საქადელი
- ნათქვამი, სურვილი, მოთხოვნა
- საქონელი
- სამკვიდრო-საბადებელი, ქონება, სიმდიდრე
- საქულბაგე
- ქულბაგების ანუ დუქნების ადგილი
- საყე
- ჯოხი, სარი, სათიბში სამნად დასაყენებელი
- საყვარელი
- სატრფო, მიჯნური
- საყოფი
- 1. სამყოფი, ოთახი, საცხოვრებელი; 2. სამშობლო
- საშობელი
- ძეობის წვეულება, სამხიარულო სუფრა შვილის შეძენის შემდეეგ
- საწვეველი
- მოსაწვევი, დასაბარებელი
- საწოლი
- საძინებელი ოთახი
- საწუთრო
- ქვეყანა, წუთისოფელი; ქვეყნიური სიამოვნებანი, ქვეყნიური წარმატება
- საჭაბუკო
- ჭაბუკის, ანუ რაინდის ჩასაცმელი
- საჭურველი
- აბჯარი, ჯავშანი
- საჭურჭლე
- განძეულობა, სიმდიდრე
- საჭურჭლე სრული
- მთელი სიმდიდრე, მთელი განძეულობა; სასახლეში მყოფი სიმდიდრე
- საჭურჭლენი
- განძის, სიმდიდრის საცავები
- სახარაჯონი
- ხარკდადებულები, ვინმეს სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადის გადამხდელები
- სახე
- 1. მსგავსება, მსგავსი, შესადარი 2. შედარება
- სახედრები
- შესაჯდომი პირუტყვი: ცხენები, აქლემები, ჯორები
- სახვრეტელი
- სახვრეპი, ბულიონი, (ან: წამალი)
- სახლი
- იგულისხმება: ოჯახი
- სახმილი
- ცეცხლი
- სახმრობა
- გამოსადეგობა
- საჯდომი
- დასაჯდომი, ტახტი, მმართველის ადგილი
- სენა
- სენაკი, პატარა სათავსო
- სენი
- სნეულება, ავადმყოფობა
- სეფე
- მეფე ან მისი გვარის შვილი
- სვე
- ბედი
- სიალფე
- ვაჟკაცობა, ძლიერება, სიმამაცე
- სიახლე
- სიახლოვე, ახლოს ყოფნა
- სიგულვანე
- სულგრძელობა, კეთილშობილება
- სიდიადე
- სიმრავლე
- სივაჟე
- ბავშვობა, უფლისწულობა
- სივრცელე
- სიფართე, სიდიდე
- სითხე
- სითხელე
- სიიეფე
- სიმრავლე, სიუხვე
- სიკარგე
- სიკეთე, სიყოჩაღე
- სიკეთე
- სიკარგე, სიყოჩაღე, ყოველგვარ ღირსებათა ქონა
- სილბო
- სილბილე
- სიმაგრე
- ციხე, ციხესიმაგრე
- სიმალე
- სისწრაფე, სიფიცხე
- სიმდაბლე
- თავმდაბლობა, მორიდება
- სიმტკიცე
- პირობა, შეთანხმება
- სიმძიმილი
- მწუხარება, ნაღველი
- სიმხნე
- სიძლიერე
- სიპი
- სიპი ქვა, მაგარი, სრიალა ზედაპირის მქონე ქვა
- სირა
- რიგი
- სიტყვა
- თქმა
- სიფიცხე
- სისწრაფე
- სიქა
- ტვიფარი, მწარმოებლის ნიშანი, შტამპი, ბეჭედი
- სიქველე
- სიძლიერე, სიმამაცე და იარაღის ხმარების ცოდნა; ვაჟკაცობა
- სიყმაწვილე
- ახალგაზრდობა
- სიყმე
- კარგი მოყმეობა, რაინდობა, ახალგაზრდობა
- სიშმაგე
- ხუმრობა
- სიჩალხე-სიხაფენი
- სიკისკასე, სისწრაფე და ძლიერება, რიხი და ომახიანობა
- სიჩაუქე
- სიმარდე, სისწრაფე
- სიცუდე
- ტყუილი, მოლანდება
- სიძვა
- ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი
- სიძუნტე
- ბუნების სიძუნწე, სიზანტე, უნიათობა
- სიხარკე
- სიჩქარე
- სკიპტრა
- სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების სიმბოლო
- სმინება
- სმენა, გაგება
- სნება
- ავადმყოფობა
- სოსანი
- შროშანი
- სოფელი
- წუთისოფელი, ქვეყანა, ცხოვრება
- სოქი
- ალი, ცეცხლის ის ნაწილი, რომელიც ანათებს, ის რაც ცეცხლმოდებული საგნის თავზე ჩანს
- სპა
- ჯარი, ჯარისკაცი
- სპასპეტი
- ჯარის სარდალი
- სპეტი
- თეთრი და ფერმკრთალი ყვავილი; ფერუმარილი
- სრა
- 1. სასახლე 2. პალო ან ლურსმანი, ჯაჭვის გამოსაბმელი
- სრა-საჯდომი
- სასახლე, რეზიდენცია
- სრევა
- გადაყრა, სროლა
- სრვა
- ხოცვა, მუსრვა
- სტავრა
- ძვირფასი ქსოვილი
- სულ-დგმული
- ცოცხალი
- სულდგმულობა
- სიცოცხლე
- სულთა დგმა
- სიცოცხლე
- სულთა მხდელი
- მკვლელი
- სულთქმა
- “სუნთქვა”, სულის მოთქმა; ოხვრა
- სული
- სუნი
- სულ-მძიმობა
- ჩაკეტილობა, უღიმღამობა
- სურვილი
- ნდომა, სიყვარული, სწრაფვა
- სწორნი
- ტოლები, ამხანაგები
- სწრაფა
- სწრაფვა, მისწრაფება
- ტაბაკი
- ხონჩა, მოგრძო ხის ლანგარი ოდნავ ნაპირებშემოფარგლული, ზოგჯერ ოვალური, ზოგჯერ კუთხოვანი ნაპირებით. იხმარება სხვადასხვა პროდუქტის დასაწყობად და სუფრაზე მისატანად
- ტაბლაკი
- დოლი, დასარტყამი საკრავი
- ტაიჭი
- ცხენი
- ტაიჭოსანი
- ცხენოსანი
- ტალა
- გუშაგი
- ტანაჯორი
- ახალგაზრდა, გაუხედნავი ჯორი. იგი ფიცხია, ბრუნავს და წიხლებს ისვრის
- ტაროსი
- ამინდი
- ტახტი
- საწოლი
- ტევრი
- ხშირი ტყე
- ტენი
- სინესტე; ცრემლი
- ტერება
- პატრონობა, ზრუნვა
- ტკებნა
- ტკეპნა
- ტომი
- იდეების გამაერთიანებელი, ზოგადი იდეა
- ტურფა
- 1. საიუველირო ნივთი 2. ლამაზი რამ
- ტყვე
- პატიმარი
- უბადობა
- უღირსობა, უხეირობა, მორალური ნაკლოვანება
- უბნება
- ლაპარაკი
- უგულობა
- სილაჩრე
- უებრობა
- სწორუპოვრობა, შეუდარებლობა
- უკლებლობა
- უნაკლულობა, დაუზარელობა
- უკუნი
- წყვდიადი, სიბნელე
- უმეცარობა
- უვიცობა, ვერგაგება
- უპურობა პურობა
- უპუროდ პურობა, საჭმლის ჭამა
- უჟამობა
- უდროობა
- ურვა
- მწუხარება
- უსტარი
- ბარათი, წერილი
- უტევანი
- სიგრძის ერთეული, 125 ნაბიჯი
- უფალი
- ბატონი, მბრძანებელი
- უფლება
- ხელმწიფობა, მთავრობა, საბრანებელი
- უში
- ოხვრა, ვაება, კვნესა
- უხუცესი
- უფროსი
- ფაზარი
- ძვირფასი ქვა
- ფათერაკი
- ხიფათი, უბედურება, ავი ბედი
- ფანოსი
- განგაში, ხმაური,
- ფარმანი
- უვნებლობის, პატიების წინასწარი დასტური, ზეპირი ან წერილობითი; ნებართვა
- ფარღული
- მძივი, ყელსაბამი
- ფარჩნი
- პატარა სასმისები
- ფახვა
- ფახული, დახამხამება
- ფერება
- მიმსგავსება
- ფეროზი
- ფირუზი, ლაჟვარდისფერი არაგამჭვირვალე საიუველირო ქვა
- ფიფქი
- იგულისხმება: მწუხარებისაგან ფერდაკარგული; აქ გათეთრებული, ტირილისაგან გაფერმკრთალებული პირისახის აღმნიშვნელი მეტაფორაა
- ფიქალი
- შავი ქვა
- ფლასი
- ძაძა, სამგლოვიარო ტანსაცმელი
- ფლობა
- ბატონ-პატრონობა
- ფონი
- ნაკადი, ღვარი
- ფრფენა
- ფარფატი, პეპელასავით ფრენა
- ქალაქი
- ქალაქი, ციხე
- ქალი შავი
- შავი მონა-ქალი; მკურნალობის მცოდნე
- ქართული
- იგულისხმება: სიტყვა
- ქაფი
- მხარ-იღლიის დასაცავი ჯაჭვი
- ქაცვი
- ეკალი
- ქება
- აღწერა ამ მხიარულებისა
- ქედი
- კისერი
- ქენება
- მოწვევა, თხოვნა
- ქვაბი
- გამოქვაბული
- ქველი
- გმირი, მამაცი, მეომარი
- ქველობა
- ვაჟკაცობა, სიყოჩაღე, ძლიერება
- ქვეყანა
- დედამიწა, მიწა
- ქვითკირები
- ციხეები
- ქვრიმი
- ფეტვი
- ქნევა
- ჩოგნის ქნევა, ჩოგნის ჰაერში ტრიალი
- ქოს-დაბდაბი
- დოლი, დასარტყამი საკრავი
- ქოსი
- სპილენძის დასარტყამი საკრავი
- ქცევა
- 2. მიხვრა-მოხვრა 2. სვლა, სიარული
- ქცევა-ზმა
- ქცევა-მოქმედება
- ღალატი
- მოტყუება, ეშმაკობით დახოცვა
- ღარიბი
- 1. უცხო მხარეს გადახვეწილი 2, მოგზაური, სამშობლოდან გადახვეწილი
- ღარიბობა
- უცხო მხარეს სიარული, მოგზაურობა
- ღაწვი
- ლოყა
- ღაწვისა ბანანი
- ტირილი
- ღმრთება
- ღმრთეება, ღვთაებრიობა
- ღონე
- მშველელი, იმედი; ხერხი, საშუალება
- ყაბაჩა
- მოკლე ტანთმოსასხამი, რომელიც ძვირფასი ბეწვით იყო გაწყობილი
- ყანდი
- ტკბილეული
- ყარყუმი
- ყარყუმის ბეწვი, თეთრი ფერისა
- ყივილი
- ყვირილი
- ყმა
- მოყმე, ვაჟკაცი, მეომარი, რაინდი; ქვეშევრდომი, ვასალი
- ყმაწვილობა
- გართობა, ხუმრობა, ზერელედ დროსტარება
- ყოვლნი არსნი
- ყოველი არსებული
- ყოვნა
- დაყოვნება, დარჩენა
- ყოლაუზი
- მეგზური
- ყოლბი
- ალყის შუანაწილი
- ყორნისა ბოლო
- იგულისხმება: შავი წამწამები
- ყოფა
- ქმნა, მოქმედება, მოქცევა, ყოფნა
- შამბი
- ბუჩქნარი; მაღალი უხეში ბალახი
- შამბნარი
- ბუჩქნარი; ხშირი და მაღალი ბალახით დაფარული ადგილი
- შარდი
- ძვირფასი ტილო
- შართი
- პირობა
- შებმა
- შებრძოლება
- შეზღვა
- გადახდა
- შემაგონანი
- შემაგონებელნი
- შემბმელნი
- შემბრძოლებლები, მოწინააღმდეგეები
- შემეცნება
- გაცნობა
- შემოთვალვა
- შემოთვლა, დაბარება ვინმესთვის, სათქმელის გადმოცემა
- შემოქმედი
- შემქმნელი, ღმერთი
- შემოქცევა
- დაბრუნება
- შემსხმელი
- ქების მთქმელი
- შემტყვებარი
- შემტყობი, გამსინჯავი
- შემწე
- დამხმარე, მშველელი
- შემწყნარებელი
- შემტკბობი, მწყალობელი
- შენარონი
- შენაგზავნი
- შენდობა
- პატიება
- შესმენა
- დაბეზღება
- შეტევება
- ცხენის მიშვება, სწრაფად მისვლა
- შექცევა
- დაბრუნება
- შეყრა
- შეხვედრა, ისევ ნახვა
- შეცოდება
- დანაშაული
- შეძლება
- ძალა, უნარი
- შეწამება
- თქმა, გამოლაპარაკება
- შეწევნა
- შველა, შემწეობა
- შეჭამადი
- საჭმელი
- შეჭიდება
- ხელის მოხვევა, შემოჭდომა
- შეჭირვება
- მწუხარება, ნაღველი
- შვება
- სიხარული, ბედნიერება
- შვიდნი მნათობნი
- აქ იგულისხმება შვიდი პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, სატურნი, იუპიტერი
- შიმშერი
- ხმალი
- შლუობა
- ჭკუანაკლებობა
- შმაგობა
- სიგიჟე
- შობილი
- ადამიანი, ხორციელი
- შოება
- შოვნა, ქონების შემატება
- შრეტა
- ქრობა, ჩაქრობა
- შტო
- იგულისხმება სრუტე ხმელეთსა და სადავოდ ქცეულ კუნძულს შორის
- შუკა
- ქუჩა, გზა
- შუქთა მოვანება
- შუქთა სიუხვე, მშვენიერება
- ჩაბალახი
- სპილენძის ჩაფხუტი
- ჩაღანა
- სიმებიანი საკრავი
- ჩმახი
- აბსურდი, მოჩმახული
- ჩოგანი
- ცხენბურთის სათამაშო იარაღი
- ჩხაპუნება
- წყლის ჩხაპუნი
- ჩხარი
- ჩხარუნი
- ჩხერება
- ჩხარუნი
- ცემა
- დარტყმა
- ცერა
- ისრის სახეობა
- ცეცხლი
- ოთხი ელემენრიდან ერთ-ერთი; გადატანითი მნიშვნელობით: ტანჯვის აღმნიშვნელი მეტაფორა
- ცვალება
- შეცვლა
- ცთომა
- გაცდენა
- ციაგი
- ელვარება, ნათელი
- ციერნი
- ციური სხეულები
- ცილი
- ეჭვი
- ცილობა
- 1. შეცილება, გაჯიბრება 2. ეჭვი, დავა
- ციხოვანნი
- ციხის მქონე აზნაურები (რომელნიც ციხეებს იცავდნენ)
- ცმა
- ჩაცმა
- ცნობა
- გონება; შეტყობა, გაგება
- ცხრო
- ციებ-ცხელება, კანკალი
- ძალი
- ძალა
- ძალი გულისა
- სიმამაცე, ვაჟკაცობა, ძალა
- ძალნი
- ანგელოსთა ერთ-ერთი თანრიგი
- ძე
- შვილი (ვაჟი ან ქალი)
- ძებნა
- ცდა, გამოხსნისათვის ზრუნვა
- ძლევა
- ძლიერება, ძალა
- ძოწეული
- წითელი, სამხიარულო ტანსაცმელი, მეფეთა შესამოსელი
- ძოწი
- წითელი მარჯანი, წითელი ფერის ძვირფასი ქვა
- ძღვნობა
- ჩუქება, მიძღვნა
- წაგვრა
- წართმევა
- წადება
- სურვილი, წადილი
- წავლა
- გავლა
- წამავლობა
- წასვლა
- წამი
- იგულისხმება: თვალის დახამხამება
- წამომხმელნი
- წამომღებელნი
- წაღება
- წართმევა
- წევნა
- დაწევა, დევნა
- წერა
- ბედი
- წესი
- ჩვეულება
- წვევა
- შეთავაზება, გამოწვევა, თხოვნა, რჩევა; დაძახება, შეყრა, მობილიზაცია
- წვერი
- სხივი
- წვრთა
- დარიგება, დამოძღვრა
- წიგნი
- წერილი
- წითელი
- იგულისხმება: ოქრო
- წილი
- ნაწილი; ხვედრი
- წინწალი
- ნაპერწკალი
- წინწილა
- მუსიკალური ინსტრუმენტი, ლითონის თეფშების მსგავსი
- წრიალი
- სტვენა; ჰაერის სწრაფად გამკვეთი საგნის ხმა
- წრტიალი
- დეზი, ლითონის რკალი, რომელსაც იკეთებს მხედარი ფეხსაცმლის ქუსლზე ცხენის საჩხვლეტად
- წუნობა
- აბუჩად აგდება, ანგარიშგაუწევლობა
- წუხილი
- სიბრმავე
- წყალი
- იგულისხმება: ბრწყინვალება, ნათელი; ძვირფას თვალთა ელვარება
- წყლიანობა
- ლაღობა, ენამჭევრობა, სასიამოვნო ქცევა და საუბარი
- წყლული
- ჭრილობა; სულიერი ტკივილის აღმნიშვნელი მეტაფორა
- ჭაბუკი
- მოყმე, რაინდი, მეომარი
- ჭარმაგოსანი
- თეთრცხენოსანი
- ჭაშნაგირი
- მეჭაშნიკე, ერთ-ერთი თანამდებობაა მეფის კარზე
- ჭერი
- ძელი
- ჭვირი
- გამჭვირვალე საგანში მოკიაფე შუქი
- ჭვრეტა
- ხედვა, ცქერა
- ჭირი
- გაჭირვება; დაღუპვა, საბოლოო მარცხი წუთისოფელთან ბრძოლაში
- ჭირ-ნახული
- გასაჭირი
- ჭმევა
- მასპინძლობა
- ჭმუნვა
- ნაღველი, მწუხარება, დარდი
- ჭრელობა
- მრავალფეროვნება
- ჭურჭელი
- ძვირფასეულობა
- ხადილი
- წვეულება, პატიჟი
- ხადუმი
- მოსამსახურე; საჭურისი, კასტრაციაგაკეთებული კაცი
- ხათუნი
- ქალბატონი, დიასახლისი
- ხალვა
- მარტოობა
- ხალვათი
- მარტოობა; თავისთის, მშვიდად მოსვენება
- ხამი
- ტლანქი, უხეში ქსოვილი
- ხანაგა
- სამადლო თავშესაფარი დავრდომილთა და უცხოთათვის
- ხან-დაზმულობა
- დროის დაყოფა, შეყოვნება
- ხანი
- მბრძანებელი, მმართველი
- ხარაჯა
- ხარკი, ვინმეს სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადი
- ხასი
- დიდებული, მეფესთან დაახლოებული, წარჩინებული კარისკაცი
- ხატაეთი
- ჩინეთი
- ხატაური
- ჩინური ფული; ჩინური ქსოვილი
- ხატი
- 1. სახე, ხატება 2. სურათი
- ხაფი
- ძლიერი, მკვახე ხმა
- ხედვა
- განყენებული აზროვნება სამყაროს პირველსაწყისებზე, მორალზე და ა.შ.
- ხევა
- უკან დახევა, შეყოვნება
- ხელი
- 1. თანამდებობა 2. გიჟი
- ხელის ხდა
- მოხმარება; სარგებლობა
- ხელ-მანდილი
- ხელსახოცი
- ხელ-მქმნელი
- გამხელებელი, გამგიჟებელი
- ხელმწიფე
- 1. დიდებული, თანამდებობის პირი 2.მეფის გვარის კაცი, ტახტის მემკვიდრეობის უფლების მქონე
- ხელობა
- გახელებულობა, სიგიჟე
- ხელოვანება
- ოსტატობა
- ხელოვნება
- იგულისხმება: ეშმაკობა, გაიძვერობა, ხრიკი
- ხვარაზმულობა
- ხვარაზმული ნაკეთობა
- ხვარაზმშა
- შუა აზიის სახელმწიფოს, ხვარაზმის მეფე, მთელ ირანში გაბატონებული და შაჰის ტახტზე მჯდომი (ასეთი ვითარება ხვარაზმის მეფეებს XII–XIII საუკუნეთა მიჯნაზე შეექმნათ)
- ხვაშიადი
- გულისნადები, საიდუმლო
- ხვრელი
- გვირაბი
- ხილობა
- 1.ხილის ჭამა, 2. ერთმანეთის ნახვა, საუბარი
- ხლება
- ახლოს ყოფნა
- ხმელი
- ხმელეთი, დედამიწა
- ხმობა
- მოწოდება
- ხმობილი
- მოხმობილი, მოწოდებული
- ხორციელი
- ადამიანი
- ხოტბა
- ქება, კეთილ სურვილებთან შეერთებული
- ხრდალი
- ჭაკი ცხენი, (გადატანით: ჯაბანი, მშიშარა, „დედალი”)
- ხული
- ხულა, ქოხი
- ჯაბანი
- მშიშარა, სუსტი
- ჯავარი
- მარგალიტის თვალი
- ჯალაბი
- კარზე მყოფნი, სასახლის მკვიდრნი; ხალხმრავლობა, სტუმრიანობა
- ჯალაბობა
- ოჯახის წევრთა და სახლის მცხოვრებთა თავყრილობა; ხალხმრავლობა
- ჯამი
- სასმისი
- ჯარი
- ბრბო
- ჯაჭვი
- იგულისხმება: ჯაჭვის პერანგი, ხმლისაგან დასაცავი
- ჯეონი
- მდინარის სახელი, წყალუხვობის სინონიმი
- ჯიქი
- ლეოპარდი, პანტერა
- ჯუბა
- ქალის ტანსაცმელი, კაბა; განიერსახელოებიანი ზედა ტანსაცმელი. მიღებული იყო ვაჭართა და მოქალაქეთა წრეში
- ჯუბაჩა
- კაცის ტანსაცმელი
- ჯუბაჩობა
- ჯუბით, კაბით სიარული