
ვეფხისტყაოსანი
Ο Ιππότης με δέρμα τίγρη
ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელს შეეყარა
Συνάντηση του Νουραντίν Πριντόν μέ τόν Ταριέλ
ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;
მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,
ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მითქს რომელი,
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;
მონა მივსწიე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
შევსთვალე: “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”
მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
ვუთხარ: “დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!”
შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.
გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთი ხენი ვით ჰხენ!”
მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ”.
მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.
თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.
«Τήν αύγή κάποιας ημέρας, είδα κήπους στ’ Ακρογιάλι.
Μοιάζει πόλη καί στούςλόφους σπηλιές μιά σειρά μεγάλη.
Δέν ήθελα τούς άνθρώπους, φλόγες καϊγαν τήν καρδιά μου.
πέζεψα στό δέντρο κάτω, έκουράστ’ ή συνοδειά μου.
Στή σκιά μέ πήρ’ ό ϋπνος, έφαγαν οι σύντροφοί μου,
ξύπνησα απελπισμένος, είχα πόνο στήν ψυχή μου.
Πόσο τρέχω κι οϋτ’ άλήθεια δέν άκούω οϋτε ψέμα,
πότιζαν τά δάκρυά μου τά λουλούδια σάν τό ρέμα.
Άκουσα φωνές, κοιτάζω, ένας νέος ξαφνισμένος
κάλπαζε τό άκρογιάλι, ήταν είδα πληγωμένος.
Άπό τό σπασμένο ξίφος έσταζε άκόμη αίμα,
απειλώντας τούς εχτρούς του, άγριο έριχνε βλέμμα.
Σ ’ άλογο καθόταν μαύρο, κείνο πόχω έγώ τώρα,
διάβηκε σάν τόν άέρα σέ δαιμονισμένη μπόρα.
“Εστειλα ένα μου δούλο, γιά νά κάμει γνωριμία,
νά τού πει: “Ποιός τό λιοντάρι πρόσβαλε μέ ίταμία;”
Δέν άπάντησε στό δούλο, οϋτε πρόσεξε σ’ αύτόνα.
Ιππεψε, τόν πλησιάζω, ήμουν έτοιμος γι’ άγώνα.
Ήθελα νά τόν ρωτήσω, νά μού πει τί πόνο έχει.
Μέ κοιτάζει, τού άρέσω, έπαψε κι αύτός νά τρέχει.
Είπα: “Θεέ μου, σέ ποιό χώμα τέτοιο βλάστησε πλατάνι!”
Τώρα θά σοϋ άπαντήσω: “Μοϋ ριχτήκανε μέ πλάνη.
Όσοι σάν άρνάκια τρέμαν, τώρα γίνηκαν λιοντάρια.
Άνάντροι μέ τριγύρισαν, πριν άδειάσω τά θηκάρια”.
Λέγω: “Στάσου; ξεκουράσου, πάμ’ έκεϊσέ μιά σκιά,
δέν τρομάζ’ ένας λεβέντης τά σπαθιά, τήν μπαμπεσιά”.
Ξεκινήσαμε σά φίλοι, σάν πατέρας καί παιδί,
θαύμαζα τήν ομορφιά του, στάθηκε γιά νά μέ δει.