
ვეფხისტყაოსანი
Ο Ιππότης με δέρμα τίγρη
ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
Διήγηση τοΰ Πριντόν γιά τή Νεστάν Ταρετζάν
დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;
ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე, ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით;
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.
მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
“დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, –
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, –
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,
ვერად ვიცან, გონებასა გავეკვირვე ამად ორსა:
ვთქვი: “რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?”
ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,
მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.
ამოძვრეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!
სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება, ვთქვი: “წავიდე მათკე მე, წა-,
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!”
ცხენი გავქუსლე, იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.
«Βγήκαμε μέ τόν Πριντόνα κάποτε γιά τό κυνήγι
καί σ’ άπόκρημνο ένα λόφο, που πλατιά θέα ανοίγει,
σάν έβγήκαμε μοϋ λέγει: “Θέλω νά σοϋ ιστορήσω
τ’ είδα άπό δώ μιά μέρα, πον μοϋ κανε ν απορήσω .
Στά ρωτήματ’ απαντώντας, νά τί εϊπε ό Πριν τόν:
“Στό κυνήγι μέ τό Μαύρο έπήγαινα άπό δώ.
Σάν άητός πετοΰσ’ ό Μαύρος, γλάρος πάν άπ τό γιαλό,
έξαφνα γεράκι είδα νά πετά στόν ούρανό.
Έριξα τό βλέμμα κάτω στόν πόντο τό μακρινό,
βλέπω κάτι γοργά νά πλέει πέρα στόν ώκεανό.
Καί τού γερακιού γοργάδα κατά τή στεριά γλιστρά,
πουλί νάναι είτε ψάρι τό μυαλό μου άπορά.
Οϋτε πουλί, οϋτε ψάρι, μ’ άπλωμένα τά πανιά,
στά κύματα τ’ άφρισμένα ένα άρμενο πετά.
Στήν κουβέρτα, σεντούκι ξύλινο λαμποκοπά
καί μέσ’ άπ’ τό σεντούκι άστρο άστραπή σκορπά.
Δύο σάν πίσσα μαύροι δούλοι βγήκανε στό άκρογιάλι
καί έβγαλαν άπ’ τή βάρκα κόρη μέ ούράνια κάλη,
πούχε μάτια σάν άστέρια, λυγερή, μακρομαλλούσα,
πού χαιρόσουν νά τή βλέπεις, τέτοια κόρη νοσταλγούσα.
Ή χαρά μου μέ ώθοϋσε, ένιωθα ρίγος καί τρόμο,
τήν άγάπησα σά ρόδο, πού μοϋ έτυχε στό δρόμο.
Κάλπαζα νά τούς προφτάσω, νά τούς άλλαζα τό νόμο.
Ποιός στόν κόσμο θά τολμούσε νά μοϋ έπιανε τόν ώμο;
Κάλπασα μέσ’ άπ’ τό δάσος, πετά τ ’ άτι σάν πουλί,
μά σάν ήρθα στ’ ακρογιάλι, πού τό κύμα τό φιλεϊ,
τό καράβι μέ τόν ήλιο ήτανε πιά μακριά,
καί σταμάτησα θλιμμένος, μέ τόν πόνο στήν καρδιά”.