
ვეფხისტყაოსანი
Ο Ιππότης με δέρμα τίγρη
ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა ავთანდილთანა
IX. Έξιστόρηση τής ζωής τοΰ Ταριέλ στόν Άβταντίλ
“ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა;
საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,
ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.
“ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,
სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.
ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”;
ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”;
ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა,
შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.
ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა მამამან მშობელმან”.
ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.
მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.
«Άκουσέ με, συγκεντρώσου, άκου τή διήγησή μου!
Πολύ δύσκολο μοϋ εΐναι νά μιλώ γιά τή ζωή μου.
Άπ’ αύτή πού μέ τρελαίνει δέν προσμένω πιά χαρά,
πού μέ βύθισε στούς πόνους καί στά δάκρυα τά πικρά.
Όλοι ξέρουν στήν Ίνδία βασίλεια είν’ εφτά.
Ό Παρσαντάν κρατούσε έξι στό σκήπτρο του άπ’ αύτά.
Βασιλιάς τών βασιλιάδων, πλούσιος καί ισχυρός,
τών πιστών φίλων προστάτης, στούς εχτρούς του τρομερός.
Ό πατέρας μου ήγεμόνας ήταν στ’ έβδομο τό κράτος.
Σαριντάν στή μάχη πρώτος, στρατηγός άντρειά γεμάτος.
Φανερά είτε κρυφά νά τόν βλάψει ποιός τολμούσε;
Αγαπούσε τό κυνήγι, τούς καημούς περιφρονοϋσε.
Μά τοϋ θρόνου οί φροντίδες τοϋ έβάραιναν τό στήθος
κι είπε: “Τών έχτρών τής χώρας άρπαξα καί δούλους πλήθος.
Τίποτε πιά δέ μοϋ λείπει, μά μέ τρώγει ή άνία.
Κάλλιο νά υποτασσόμουν στοϋ Παρσαντάν τή βασιλεία”.
Μηνυτές στό βασιλέα έστειλε γιά νά τοϋ πούνε:
“Όλων τών Ινδών ό πόθος στήν αιγίδα σ’ εΐν’ νά ζοϋνε.
Φίλος σου θέλω νά είμαι, νά σ’ ύπηρετώ μέ ζήλο,
τή φιλία μας αιώνια νά τήν τραγουδούν σά θρύλο”.
Χάρηκε ό βασιλέας, είπε: “Τό θεό δοξάζω
καί μέ όλο τό βασίλειο τήν ήμέρα αύτή γιορτάζω.
Γιατί βασιλιά τών Ινδών τώρα μέ λογάριασες σά φίλο,
έλα καί τιμές πατέρα κι άδελφοϋ θά σέ οφείλω”.
Τοϋ άφήκε τό βασίλειο, τόν διώρισε άμιρμπάρη,
αρχιστράτηγο, έμίρη, πού τιμές μπορεϊ νά πάρει,
όπως βασιλιάς καί δώρα, κι είναι άρχοντας κι εκείνος
και το μόνο πού τοΰ λείπει εϊν’ τοϋ καίσαρα ό τίτλος.